რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსები უცხოეთში? - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსები უცხოეთში?

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ქო­ნე­ბა ყო­ველ­თვის იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რესს. მკი­თხვე­ლი ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბით ეც­ნო­ბა სა­ჯა­რო პი­რე­ბის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებს. ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უცხო­ეთ­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე მო­გიყ­ვეთ. რო­გორც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, ისი­ნი ფლო­ბენ ბი­ნებს საფ­რან­გეთ­ში, ბრი­ტა­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში და ა.შ. ყი­დუ­ლო­ბენ კუნ­ძუ­ლებ­საც კი...

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ფლობს 60 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში, რო­მე­ლიც 1989 წელს 150 000 ევ­როდ შე­ი­ძი­ნა. ეს გა­საკ­ვი­რი ალ­ბათ არ არის, რად­გან ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე საფ­რან­გეთ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ნას აქი­რა­ვებ­და.

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 70 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ირ­ლან­დი­ა­ში, ლი­მე­რი­კის საგ­რა­ფო­ში, რო­მელ­შიც 2015 წელს 80 000 ევრო გა­და­ი­ხა­და.

"დიდი ხნის წინ, ირ­ლან­დი­ა­ში ჩემი სახ­სრე­ბით შე­ვი­ძი­ნე ბინა. ჩემი ძმა ირ­ლან­დი­ის მო­ქა­ლა­ქეა, ძმის­შვი­ლე­ბი მყავს ნა­ხევ­რად ირ­ლან­დი­ე­ლე­ბი და იქ ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ, ჩემი ოჯა­ხის ნა­წი­ლი ირ­ლან­დი­ა­შია. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ვერ ჩავ­დი­ვარ...“ - ამ­ბობ­და ერთი წლის წინ, AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ჯერ კი­დევ პო­ლი­ტი­კო­სო­ბამ­დე ირი­ცხე­ბო­და ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რე­ბის სი­ა­ში. მის შთამ­ბეჭ­დავ ქო­ნე­ბა­შია 2017 წელს შე­ძე­ნი­ლი ბინა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლონ­დონ­ში, რო­მელ­შიც პო­ლი­ტი­კოს­მა 2 800 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი გა­და­ი­ხა­და.

პო­ლი­ტი­კოს ნატო ჩხე­ი­ძის მე­უღ­ლე ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი ფლობს 170 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლონ­დონ­ში, რო­მელ­შიც 2013 წელს 6 500 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი გა­და­ი­ხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა 2019 წლის პარ­ლა­მენ­ტის მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტატ შოთა შა­ლე­ლაშ­ვილს, ით­ვლე­ბა, რომ ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი პო­ლი­ტი­კო­სია, რომ­ლის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ჯა­მუ­რი თან­ხა მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის "მე­დი­ა­ტო­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 34 მი­ლი­ონ­ზე მე­ტია, ბი­ნებს ფლობს საქარ­თვე­ლო­ში, რუ­სეთ­სა და ის­რა­ელ­ში.

შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 650 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა ის­რა­ელ­ში, სა­ვი­ონ­ში, რო­მე­ლიც 2010 წელს 18 000 000 ის­რა­ე­ლურ შე­კე­ლად შე­ი­ძი­ნა. მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ასე­ვე სა­ვი­ონ­ში 40000 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი. ის ასე­ვე ფლობს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ 165 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას ის­რა­ელ­ში, ქა­ლაქ აშ­დოდ­ში. შა­ლე­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 155 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა მოს­კოვ­ში, რო­მელ­შიც 1992 წელს 1 390 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. იხილეთ სრულად