"რუსეთი არასოდეს ამბობს უარს მოლაპარაკებაზე, მაგრამ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს "რია ნოვოსტი"? - კვირის პალიტრა

"რუსეთი არასოდეს ამბობს უარს მოლაპარაკებაზე, მაგრამ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს "რია ნოვოსტი"?

რუსეთი არასოდეს ამბობს უარს მოლაპარაკებაზე, მაგრამ თუ მის პარტნიორებს არ სურთ კონტაქტი, მაშინ არც მოსკოვი მოახვევს თავის სურვილს. "რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებზე კომენტირებისას განაცხადა.

"რაც შეეხება ბაიდენის განცხადებებს, რომ ის ვერ ხედავს შეხვედრის აზრს, შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთი არასოდეს იტყვის უარს მოლაპარაკებებზე და რაიმე სასარგებლო საერთაშორისო კონტაქტებზე. ჩვენ არასდროს ვამბობთ უარს. თუ ვგრძნობთ და გვესმის, რომ პარტნიორს ამა თუ იმ მიზეზით არ სურს კონტაქტი, ჩვენ მას არ ვახვევთ საკუთარ თავს“, - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა მანამდე განაცხადა, რომ ამ მომენტში ის აზრს ვერ ხედავს რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს.

"ინტერპრესნიუსი"