როგორ გამოიყურება ერთ დროს ცნობილი "ფიორელა" დღეს - კოლუმბიელი მსახიობის საიდუმლოებით მოცული პირადი, წარუმატებლობა ჰოლივუდში და დებიუტი რუსულ კინოში (ფოტოები) - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება ერთ დროს ცნობილი "ფიორელა" დღეს - კოლუმბიელი მსახიობის საიდუმლოებით მოცული პირადი, წარუმატებლობა ჰოლივუდში და დებიუტი რუსულ კინოში (ფოტოები)

ენჯი ცე­პე­და ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა წლე­ბის წინ, სე­რი­ალ "ეშ­მა­კუ­ნა­დან" გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი ფი­ო­რე­ლა მო­რე­ლის როლს თა­მა­შობ­და.

კო­ლუმ­ბი­ელ­მა მსა­ხი­ობ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა სე­რი­ა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მო­ი­პო­ვა. ენჯი დარ­ჩა თა­ვის კა­რი­ე­რა­სა და ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლურ მსა­ხი­ო­ბად, რო­მე­ლიც დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს ბა­ლანსს ვნე­ბა­სა და თვით­დის­ციპ­ლი­ნას შო­რის. იგი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბაან­ჟე­ლი­კა მა­რია ცე­პე­და ხი­მე­ნესი და­ი­ბა­და 1974 წლის 2 აგ­ვის­ტოს კარ­ტა­ხე­ნა­ში. ის ოჯახ­ში მე­სა­მე და უმ­ცრო­სი შვი­ლი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და უფ­რო­სი დები ივე­ტი და ლო­რენა. მშობ­ლებს ხოსე ცე­პე­და­სა და ია­დი­რა ხი­მე­ნესს არა­ფე­რი ჰქონ­დათ სა­ერ­თო ხე­ლოვ­ნე­ბას­თან - ორი­ვე ად­ვო­კა­ტად მუ­შა­ობ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად კო­ლუმ­ბი­ის ჩრდი­ლო­ე­თით, ბა­რან­კი­ლა­ში გა­და­ვი­და. მშობ­ლე­ბის გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ენჯი, რო­გორც მას სახ­ლში სიყ­ვა­რუ­ლით ეძახ­დნენ, დებ­თან ერ­თად, დე­დას­თან დარ­ჩა.

კა­რი­ე­რასკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ენჯი სა­ცხოვ­რებ­ლად კო­ლუმ­ბი­ის დე­და­ქა­ლაქ ბო­გო­ტა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც სამ­სა­ხი­ო­ბო კურ­სებ­ზე ჩა­ი­რი­ცხა. სწავ­ლის პე­რი­ოდ­შიც კი, მი­ი­ღო პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი, გო­გო­ნა ლუდ­სა­ხარ­შის კომ­პა­ნი­ის რეკ­ლა­მა­ში გა­და­ი­ღეს.

ცე­პე­დამ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი ბი­ოგ­რა­ფია 1993 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც სე­რი­ალ "სა­მო­თხის წყევ­ლის“ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ში გა­და­ი­ღეს.

მსა­ხი­ობს პო­პუ­ლა­რო­ბა სე­რი­ალ­მა "ხუთი ხუ­ა­ნი" მო­უ­ტა­ნა, სა­დაც ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი - ხუან ვა­ლენ­ტი­ნა ითა­მა­შა. ენ­ჯის ეჭვი აღარ ეპა­რე­ბო­და, რომ მისი კა­რი­ე­რა მალე პო­პუ­ლა­რო­ბის პიკს მი­აღ­წევ­და.

1999 წელს პე­რუ­ელ­მა რე­ჟი­სორ­მა ფრან­სის­კო ხოსე ლომ­ბარ­დიმ მსა­ხი­ო­ბი დრა­მა­ში "კა­პი­ტა­ნი პან­ტო­ი­ას სექ­სის ძალა“ მი­იწ­ვია, სა­დაც მას მე­ძა­ვი უნდა გა­ნე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა. თა­ვი­დან როლ­ზე უარი თქვა, მაგ­რამ რე­ჟი­სორ­მა, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო მის წარ­მა­ტე­ბა­ში, მო­ა­ხერ­ხა და და­ი­თან­ხმა. ფილ­მი კო­ლუმ­ბი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, პე­რუ­სა და არ­გენ­ტი­ნა­ში ჰი­ტად იქცა, ენჯი კი მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო.

ახა­ლი ათას­წლე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბის ტრამ­პლი­ნით და­ი­წყო. სე­რი­ალ­მა "ეშ­მა­კუ­ნამ", რო­მელ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბია სა­სიკ­ვდი­ლოდ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, ან­დრეს გუზ­მა­ნი­სა და ახალ­გაზ­რდა ფი­ო­რე­ლას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები