"ბიძაჩემი უკრაინაში გენერალური კონსულია და მისმა კარიერამ მიბიძგა, რომ საერთაშორისო სამართლით დავინტერესდი" - კვირის პალიტრა

"ბიძაჩემი უკრაინაში გენერალური კონსულია და მისმა კარიერამ მიბიძგა, რომ საერთაშორისო სამართლით დავინტერესდი"

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთი მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟი, ტა­სოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ქეთა ორ­ბე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ბავ­შვია. 4 წლის ასაკ­ში მის­ცეს ეს როლი, დღეს კი უკვე 16 წლის არის და მე­თერ­თმე­ტე კლა­სე­ლია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სე­რი­ალ­ში გა­ი­ზარ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ჩცდ" ფი­ნან­სე­ბის უქონ­ლო­ბის გამო გა­ჩერ­და, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი მო­რიგ სე­ზონს ვერ აახ­ლებს. რას ფიქ­რობს ამა­ზე, რა ემო­ცი­ე­ბი აქვს ქეთა ორ­ბე­ლა­ძეს, რო­მელ­საც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ა­ლის გა­რე­შე არც უცხოვ­რია.

AMBEBI.GE მას ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე ესა­უბ­რა:

- მკი­თხეთ, რო­გორ ხარ? რა გი­თხრათ, სწავ­ლის მხრი­ვაც საქ­მე მო­მე­მა­ტა, ამ­ჟა­მად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სწავ­ლამ და­ი­კა­ვა დიდი ად­გი­ლი. აბი­ტუ­რი­ენ­ტი შემ­დეგ წელს გავ­ხდე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ზე მინ­და, "ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში" ჩა­ვა­ბა­რო.

- რა­ტომ გი­ზი­დავს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი?

- ჰუ­მა­ნუ­რი პრო­ფე­სი­აა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი ბარ­დე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მომ­დის. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ ადა­მი­ა­ნებ­თან, ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ით და არა­ერ­თი სა­კი­თხით... სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ში ბევ­რი რამ არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი - იუ­რის­ტო­ბა, დიპ­ლო­მა­ტია. მოკ­ლედ, ამ ეტაპ­ზე ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მი­ზი­დავს და მა­ინ­ტე­რე­სებს.

- რო­დის და­ინ­ტე­რეს­დი ამ სფე­რო­თი?

- შე­იძ­ლე­ბა ამის მი­ზე­ზად ისიც და­ვა­სა­ხე­ლოთ, რომ ბი­ძა­ჩე­მი უკ­რა­ი­ნა­ში გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლია. ამ­დე­ნი წე­ლია, მის საქ­მი­ა­ნო­ბას, წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რას ვუ­ყუ­რებ. მოკ­ლედ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლიც და­ინ­ტე­რეს­და და ორი­ვემ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვის­წავ­ლოთ. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ნამ ამ ყვე­ლა­ფერს გა­დავ­წყვეტ­დი, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბა მინ­დო­და, რაც და­ჟი­ნე­ბუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ რომ გა­ვი­გე ამ ფა­კულ­ტე­ტის არ­სე­ბობს შე­სა­ხებ, ექი­მო­ბა გა­და­ვი­ფიქ­რე.

- და რო­გორ ემ­ზა­დე­ბი ამის­თვის?

- ბარ­დე­ბა უცხო ენა, ქარ­თუ­ლი და ის­ტო­რია. ინ­გლი­სურ­ში დიდი ხა­ნია, ვემ­ზა­დე­ბი, მაგ­რამ ქარ­თულ­ში მომ­ზა­დე­ბა წელს და­ვი­წყე. ის­ტო­რი­ას შემ­დეგ წელს და­ვი­წყებ. ასე ნელ-ნელა უნდა მივ­ყვე ყვე­ლა­ფერს. უცებ რომ არ და­მე­ყა­როს თავ­ზე ყვე­ლა­ფე­რი.

- ამ დროს ვი­ღაც იკი­თხავს, ამ­დე­ნი წე­ლია ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბია და "თე­ატ­რა­ლურ­ზე" რო­გორ არ აბა­რებ­სო. რას ეტყვი მათ?

- კი, ბევ­რს გას­ჩე­ნია ასე­თი კი­თხვა. უი, "თე­ატ­რა­ლურ­ზე" არ აბა­რებ? ჩემი პა­სუ­ხით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი რჩე­ბი­ან. ისე, ახ­სნაც არ მაქვს, რა­ტომ არ ვა­ბა­რებ. უბ­რა­ლოდ, არ მინ­და და ეს არის...

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, სე­რი­ა­ლი ამ ეტა­პის­თვის და­ი­ხუ­რა. ემო­ცი­უ­რად ამის გა­გე­ბა რა იყო შენ­თვის?

- ასე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვის უთ­ქვამს, რომ და­ვამ­თავ­რეთ. ჯერ­ჯე­რო­ბით, რო­გორც მა­ყუ­რე­ბელს, მთელ ჯგუფს, მსა­ხი­ო­ბებს გვაქვს ნა­პერ­წკა­ლი და იმე­დი, რომ გაგ­რძელ­დე­ბა. რომ ვი­ფიქ­რო, სე­რი­ა­ლი დამ­თავ­რდა, შე­იძ­ლე­ბა ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­დოს, ამი­ტომ, თავს ვე­უბ­ნე­ბი, რომ გაგ­რძელ­დე­ბა. გა­სა­გე­ბია, რომ ოდეს­მე ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი, ეს სე­რი­ა­ლია, რო­მელ­ზეც ვე­რას­დროს ვი­ტყვი - ოდეს­ღაც დამ­თავ­რდე­ბა. სულ მგო­ნია, რომ გაგ­რძელ­დე­ბა, ხალ­ხიც ასეა, რომ მხვდე­ბი­ან, - ვერ წარ­მო­ვიდ­გენთ, რომ დას­რულ­დაო. ეს პრო­ექ­ტი მა­თაც უსას­რუ­ლო ჰგო­ნი­ათ. ისე, ხომ ვამ­ბობ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფრა­ზა ჯერ არც გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა, რომ დამ­თავ­რდა და არ იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფერს ნა­ხავს მა­ყუ­რე­ბე­ლი, რა და რო­გორ.

- მოკ­ლედ, შენ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი სე­რი­ა­ლია...

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა... სა­ერ­თოდ კი, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი ერთი ოჯა­ხია. რო­გორც იცით, ბევ­რი შრო­მა სჭირ­დე­ბა თუნ­დაც ერთი პა­ტა­რა ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბას. ამ ყვე­ლაფ­რის უკან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დგას და რამ­დე­ნი წე­ლია იმის­თვის მუ­შა­ობს, რომ მა­ყუ­რებ­ლამ­დე ის პრო­დუქ­ტი მი­ი­ტა­ნოს, რაც მას ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს. ადა­მი­ა­ნე­ბი რომ მხდე­ბი­ან, მე­უბ­ნე­ბი­ან, გუ­შინ ჩემს ტე­ლე­ვი­ზორ­ში იყა­ვი და ასე მგო­ნია, რომ ჩემს სახ­ლში, ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­დე... გააგრძელეთ კითხვა