ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა - როგორია მათი მდგომარეობა, რას აცხადებენ კლინიკაში? - კვირის პალიტრა

ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა - როგორია მათი მდგომარეობა, რას აცხადებენ კლინიკაში?

ვა­კის პარკში, ახ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ სივ­რცე­ში, შად­რე­ვან­ში ჩა­სულ ბავ­შვებს დენ­მა და­არ­ტყა. 2 მათ­განს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და. ისი­ნი სი­მონ ხეჩ­ნაშ­ვი­ლი სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­შია არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ბავ­შვე­ბი შად­რე­ვან­ში ბურ­თის ამო­სა­ღე­ბად ჩა­ვიდ­ნენ.

ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ვა­კის პარ­კიდნ გა­დაყ­ვა­ნილ 2 ბავ­შვს რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა. ამ­ჟა­მად ისი­ნი "ემერ­ჯენ­სი­ში" იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"ექი­მე­ბი ფორ­სმა­ჟო­რულ ვით­რე­ბა­ში მუ­შო­ბენ და ჯერ და­ზუს­ტე­ბით ვერ გე­ტყვით რო­გო­რია ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა" - გვი­თხრეს კლი­ნი­კა­ში.

გუ­შინ, ვა­კის პარკში არ­სე­ბუ­ლი მცი­რე კას­კა­დი­სა და მრგვა­ლი შად­რევ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­რულ­და.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, ბავ­შვე­ბი შად­რე­ვან­ში ბურ­თის ამო­სა­ღე­ბად ჩა­ვიდ­ნენ.

თბი­ლი­სის მერ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან გა­ი­გო და თქვა, რომ სა­კითხს "მო­ი­კი­თხა­ვენ".

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თუ არა რის­კე­ბი, მან ასე უპა­სუ­ხა:

"ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეს მო­ე­თხო­ვე­ბა შე­სა­ბა­მის კომ­პა­ნი­ებს, ვინც მუ­შა­ობ­და"- თქვა კა­ლა­ძემ.

და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს ფორ­მუ­ლა შსს-ში არ­კვევს.

გუ­შინ, 12 ნო­ემ­ბერს ვა­კის პარკში არ­სე­ბუ­ლი მცი­რე კას­კა­დი­სა და მრგვა­ლი შად­რევ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­რულ­და. (წყარო)