"ვასო გო­ძი­აშ­ვილ­მა მთლი­ან კო­ლექ­ტივს მოს­დო ეს ამ­ბა­ვი და და კარგა ხანს იცი­ნო­და ყვე­ლა" - მარჯანიშვილის თეატრის ექსდირექტორის მოგონებები - კვირის პალიტრა

"ვასო გო­ძი­აშ­ვილ­მა მთლი­ან კო­ლექ­ტივს მოს­დო ეს ამ­ბა­ვი და და კარგა ხანს იცი­ნო­და ყვე­ლა" - მარჯანიშვილის თეატრის ექსდირექტორის მოგონებები

უფ­რო­სი თა­ო­ბის თბი­ლი­სე­ლი კო­ლო­რი­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, თუ თბი­ლი­სე­ლო­ბა და აქ ცხოვ­რე­ბა გინ­და, მა­შინ ამ ქა­ლა­ქის წე­სე­ბი უნდა და­იც­ვა, პა­ტი­ვი სცე და­უ­წე­რელ კა­ნო­ნებს და გა­მო­ი­მუ­შა­ვო ის ქცე­ვე­ბი, რაც ნაღდ თბი­ლი­სელს ეკად­რე­ბაო. ვინც ამ ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, უამ­რავ ძველ თბი­ლი­სელ­თან უწევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი სტუ­მა­რიც, ნაღ­დი, კო­ლო­რი­ტი თბი­ლი­სე­ლი ბა­ტო­ნი ნეს­ტორ ჭე­ლი­ძე გახ­ლავთ. მან წლე­ბი გა­ა­ტა­რა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, იმ ოქ­როს თა­ო­ბას­თან ერ­თად, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი უმაღ­ლეს მწვერ­ვა­ლამ­დე აიყ­ვა­ნა. ბა­ტო­ნი ნეს­ტო­რი "პლე­ხა­ნოვ­ზე" ცხოვ­რობს და ძა­ლი­ან ამა­ყობს ამით.

- ბა­ტო­ნო ნეს­ტორ, თქვენ ის ადა­მი­ა­ნი ხართ, ვინც ოქ­როს წლე­ბი გა­ა­ტა­რა, ოქ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად.. იქ­ნებ გა­იხ­სე­ნოთ ის წლე­ბი, როცა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მიხ­ვე­დით დი­რექ­ტო­რად..

- მე, ალ­ბათ, მე­ო­რე ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე, რო­დე­საც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მი­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან ჩხარ­ტიშ­ვი­ლი გად­მო­იყ­ვა­ნეს და მე და ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ერ­თად ვმარ­თავ­დით თე­ატრს. ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში და­ი­წყო სა­დად­გმო ნა­წი­ლის გამ­გე­ო­ბით და ძა­ლი­ან მალე მთა­ვარ ად­მი­ნის­ტრა­ტო­რად გა­და­მიყ­ვა­ნეს. ამ თე­ატ­რში იყო მსა­ხი­ობ­თა რა­ღაც­ნა­ი­რი შერ­წყმა. ერ­თმა­ნეთ­ზე უფრო ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი მო­ვი­და იმ პე­რი­ოდ­ში.

ტაბ­ლი­აშ­ვილ­მა დად­გა "ან­ტო­ნი­უ­სი და კლე­ო­პატ­რა“. ეს იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და მთელ იმ­ჟა­მინ­დელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში. ამის შემ­დეგ და­იდ­გა "მე­დეა“... შემ­დეგ შე­მო­ვი­და დუმ­ბა­ძე, რო­გორც ავ­ტო­რი და მისი რამ­დე­ნი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი და­იდ­გა. ეს იყო ისე­თი დო­ნის სპექ­ტაკ­ლე­ბი, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­მუდ­მე­ბით, ორი - სამი თვით ადრე ყი­დუ­ლობ­და ბი­ლე­თებს, რომ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო თე­ატ­რში.

ჩემს კა­ბი­ნეტ­ში ბევ­რი იუ­მო­რის­ტუ­ლი ამ­ბა­ვი გა­დამ­ხდა თავს, რომ­ლის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე გახ­ლდით. ჩემს მე­გობ­რებს, მარ­თლაც რომ უნი­კა­ლურ მსა­ხი­ო­ბებს, შე­ვარ­ქვი "შე­მოდ­გო­მის აზ­ნა­უ­რე­ბი“. ესე­ნი გახ­ლდნენ: ია­კობ ტრი­პოლ­სკი, ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, გოგი გე­ლო­ვა­ნი, გუ­გუ­ლა ლა­ფე­რა­ძე, გოგი ტა­ტიშ­ვი­ლი, ტა­რი­ელ საყ­ვა­რე­ლი­ძე და ჩვე­ნი და­სის გამ­გე ნო­დარ მა­ხა­თე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ვახ­ტანგ ნი­ნუა.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ერ­თი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა გა­კავ­ში­რებთ მათ­თან...

- ნამ­დვი­ლად. ერთ დღე­საც გა­ვი­გეთ, რომ ჩვე­ნი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ნუნუ ხე­თე­რე­ლი გა­თხოვ­და, რო­მე­ლიც, რუს­თა­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ობს თაზო ქვა­რი­ანს გაჰ­ყვა. ნუ­ნუმ დაგვპა­ტი­ჟა, წა­ვე­დით, თუმ­ცა ნი­ნუა ჩვენ­თან ერ­თად არ იყო. კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ და დი­ლით კაი მთვრა­ლე­ბი წა­მო­ვე­დით. მო­ვე­დით თე­ატ­რში, წა­ვი­და მო­გო­ნე­ბე­ბი, - რა კარ­გი ქორ­წი­ლი იყო და ასე შემ­დეგ. თან სპექ­ტაკ­ლია და­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­შიც ზოგი თა­მა­შობს, ზოგი - არა. სა­ღა­მოს ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ი­ღო კარი და - ეს ჩემი "შე­მოდ­გო­მის აზ­ნა­უ­რე­ბი“, უცებ მო­მი­ვი­და თავ­ში ასე­თი რამ და ვუ­თხა­რი, - და­ი­წყეთ "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რის" სიმ­ღე­რა-მეთ­ქი - ცა­რი­ელ სუფ­რა­ზე რო­გო­რო... მოკ­ლედ, ხათ­რი ვერ გა­მი­ტე­ხეს და ამა­თი "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რის“ ფონ­ზე, და­ვუ­რე­კე ვახ­ტანგ ნი­ნუ­ას და ვუ­თხა­რი, - რუს­თავ­ში ვართ, თაზო ქვა­რი­ა­ნის ოჯახ­ში, გვაკ­ლი­ხარ და სას­წრა­ფოდ ჩა­მო­დი-მეთ­ქი! - ბიჭო, ღა­მის 12 სა­ათ­ზე სად უნდა წა­მო­ვი­დეო - მი­პა­სუ­ხა, თუ ფული არ გაქვს, მე მოგ­ცემ, რომ ჩა­მოხ­ვალ-მეთ­ქი...- ვის უნდა მკვდა­რო, შენი ფუ­ლიო... მოკ­ლედ, შევ­თან­ხმდით და მა­შინ­ვე გავ­თი­შე ტე­ლე­ფო­ნი. ამათ­მა ატე­ხეს ყა­ყა­ნი, მკი­თხა­ობ­დნენ, - წავა, არ წა­ვაო... სა­ბო­ლო­ოდ და­ვი­შა­ლეთ. ღა­მის ოთხის ნა­ხე­ვა­რია და სახ­ლში ზა­რია, მე­უღ­ლემ ვი­ღაც ქალი გკი­თხუ­ლობ­სო. ვახ­ტანგ ნი­ნუ­ას მე­უღ­ლე მი­რე­კავს, - ნეს­ტორ, ვახ­ტან­გი წა­ვი­და რუს­თავ­ში, არ ჩანს და ხომ არ იცი, სად არი­სო? თით­ქოს მე არ გა­მეგ­ზავ­ნოს, ისე ვუ­თხა­რი - რა უნდა ღა­მის 3 სა­ათ­ზე რუს­თავ­ში, ვერ და­ე­ტე­ვა სახ­ლში - მეთ­ქი...თურ­მე, მე­ო­რე ხა­ზით მის­მენს ვახ­ტან­გი, რო­მე­ლიც უცებ აფეთ­ქდა, - ჩათ­ვა­ლე, ხვალ მკვდა­რი ხარ, მოხ­ვალ თე­ატ­რში, სა­ი­და­ნაც გა­გას­ვე­ნე­ბე­ნო! მთე­ლი ერთი თვე ამ ამ­ბავ­ზე იცი­ნო­და მთე­ლი თე­ატ­რი...

კი­დევ ერთ ამ­ბავს მოვ­ყვე­ბი: სამ­სა­ხურ­ში მი­ვი­ღეთ გო­გო­ნა, რო­მელ­საც სკო­ლა ახალ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, მისი მო­ვა­ლე­ო­ბა თე­ატ­რში შე­მო­სუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის პა­სუ­ხი იყო. სა­ო­ცა­რად ლა­მა­ზი ხმა ჰქონ­და. ერთ დღე­საც, მი­რე­კავს, - ბა­ტო­ნო ნეს­ტორ, არა­ვინ რე­კავს თე­ატ­რში და წა­ვალ თუ შე­იძ­ლე­ბა შინო. - კი, შვი­ლო, მაგ­რამ მა­ნამ­დე რა­ღაც მინ­და გთხო­ვო-მეთ­ქი. ვუ­თხა­რი, და­ე­რე­კა სამ მსა­ხი­ობ­თან და ეთ­ქვა ერთი და იგი­ვე ტექ­სტი: რომ მო­ხიბ­ლუ­ლი იყო მი­სით, რო­გორც მსა­ხი­ო­ბით, უყ­ვარ­და და და­ე­ნიშ­ნა პა­ე­მა­ნი... გა­და­ი­რია, რას მე­უბ­ნე­ბით, ბა­ტო­ნო ნეს­ტო­რო... სა­ბო­ლო­ოდ და­ვი­თან­ხმე, პირ­ვე­ლად დავ­რე­კეთ გოგი გე­ლო­ვან­თან, გო­გი­ამ რომ გა­ი­გო­ნა ასე­თი რამ, კი, გე­ნაც­ვა­ლეო, შეგ­ხვდე­ბიო... და მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე, ყო­ფი­ლი უნი­ვერ­მა­ღის წინ და­ვა­ნიშ­ნი­ნე შეხ­ვედ­რა. ამის შემ­დეგ ვახ­ტანგ ნი­ნუ­ას­თან და­ვა­რე­კი­ნე და მას უნი­ვერ­სი­ტე­ტის წინ და­ვუთ­ქვით შეხ­ვედ­რა და ბო­ლოს კუ­კუ­რი ლა­ფე­რა­ძეს­თან დავ­რე­კეთ და მას ამ­ჟა­მინ­დელ მე-9 სა­ა­ვად­მყო­ფოს წინ ვთხო­ვეთ მო­სუ­ლი­ყო. მე­ო­რე დღეს სამ­სა­ხურ­ში რომ მო­ვე­დი, მა­შინ­ვე ჩემი კა­ბი­ნე­ტი­დან გა­დავ­წიე ფარ­და და რას ვხე­დავ, უნი­ვერ­მაღ­თან გო­გია გე­ლო­ვა­ნი და­დის წინ და უკან. ვუ­ყუ­რე, ვუ­ყუ­რე და ბო­ლოს გა­ვე­დი, - რა­შია საქ­მე - მეთ­ქი, - არა­ფე­რიო. ვთხო­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­თან გა­მომ­ყე­ვი, რა­ღაც საქ­მე მაქვს-მეთ­ქი და წა­ვე­დით. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები