სამხედრო დრონები, ჯავშანჟილეტები... - კრიპტოს შავი მხარე - როგორ აფინანსებენ რუსები ომს ციფრული ვალუტებით - კვირის პალიტრა

სამხედრო დრონები, ჯავშანჟილეტები... - კრიპტოს შავი მხარე - როგორ აფინანსებენ რუსები ომს ციფრული ვალუტებით

რვა თვეა რუსეთი უკრაინაში სამხედრო აგრესიას აგრძელებს, დასავლეთი კი ცდილობს გაწყვიტოს აგრესორთან ეკონომიკური კავშირები, რომელიც ომის დაფინანსებას უწყობს ხელს.

უმსხვილეს რუსულ ბანკებს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა უკვე დაუწესეს სანქციები, რომელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება და რუსეთის საერთაშორისო ვაჭრობიდან თანდათან ამოგდებას ისახავს მიზნად. თუმცა, რუსულ სამხედრო და გასამხედროებულ ჯგუფებს რთულად გასაკონტროლებელი კრიპტოვალუტებით მილიონობით დოლარი მაინც მიეწოდება.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ რუსეთის ხელისუფლებამ ციფრული ვალუტები პირდაპირ სანქციებისგან თავის ასარიდებლად და პოლიტიკურ იარაღად, შესაძლოა, ვერ გამოიყენოს, ეს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე არ ვრცელდება.

მკვლევრების თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, სულ მცირე, 4 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტები მოაგროვეს პრორუსულმა და სამხედრო აგრესიის მხარდამჭერმა ჯგუფებმა. კრიპტოვალუტებზე ორიენტირებული ანალიტიკური ორგანიზაციების, Chainalysis-ის, Elliptic-ისა და TRM Labs-ის, ასევე უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ის თანახმად, ამ აქტივების მიმღებები, ძირითადად, არიან რუსული გასამხედროებული ჯგუფები, ასევე იარაღის მწარმოებლები არიან.

სანქცირებული ჯგუფებისადმი ამ სახსრების მიწოდების შემცირების ნიშნები, ჯერ-ჯერობით, არ ჩანს და პირიქით, შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც: ბოლო ორ თვეში Chainalysis-მა მიაკვლია თითქმის 1.8 მილიონი დოლარის დაფინანსებას, რომელიც რუსულ სამხედრო დაჯგუფებებს მიეწოდათ. ეს თითქმის უტოლდება იქამდე 5 თვის განმავლობაში მიღებულ დაფინანსებას - 2.2 მილიონ დოლარს. გააგრძელეთ კითხვა