13 წლის მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

13 წლის მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.

ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

„მოყვანილი იქნა ორი 13 წლის ბავშვი რამდენიმე წუთის ინტერვალით. მოხდა პირველი პაციენის, ბიჭის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. დასტაბილურების შემდეგ მოხდა პროფილურ პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანა. რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ექიმმა.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში თა­მა­ში­სას ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად მას­ში ჩა­სულ ორ არას­რულ­წლო­ვანს დენ­მა და­არ­ტყა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, ვა­კის პარკში არ­სე­ბუ­ლი მცი­რე კას­კა­დი­სა და მრგვა­ლი შად­რევ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გუ­შინ დას­რულ­და.