"პასუხისმგებლობა კერძო კომპანიასა და მერიაზე თანაბრად ნაწილდება" - რას აცხადებს მშენებლობის ექსპერტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც მოზარდი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"პასუხისმგებლობა კერძო კომპანიასა და მერიაზე თანაბრად ნაწილდება" - რას აცხადებს მშენებლობის ექსპერტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც მოზარდი ემსხვერპლა

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ახ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, სა­დაც თა­მა­ში­სას, ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად შად­რე­ვან­ში ჩა­სულ მო­ზარდს და მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სულ მის თა­ნა­ტოლს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა.

"პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტის, ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა მოხ­და. გა­დაყ­ვა­ნი­ლია პრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა გო­გო­ნას, შე­მო­ვი­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით. რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უშე­დე­გო აღ­მოჩნმდა. და­ფიქ­სირ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი" - გა­ნა­ცხა­და ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექიმ­მა.

თბი­ლი­სის მერ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან გა­ი­გო და თქვა, რომ სა­კითხს "მო­ი­კი­თხა­ვენ".

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თუ არა რის­კე­ბი, მან ასე უპა­სუ­ხა:

"ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეს მო­ე­თხო­ვე­ბა შე­სა­ბა­მის კომ­პა­ნი­ებს, ვინც მუ­შა­ობ­და", - თქვა კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა მომ­ხდარ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პრო­ექ­ტის შემ­სრუ­ლე­ბელ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას და­ა­კის­რა, თუმ­ცა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, მე­რია მის წილ პა­სუხ­სიმ­გებ­ლო­ბას ვერ გა­ექ­ცე­ვა. მშე­ნებ­ლო­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, არ­ქი­ტექ­ტო­რი­სა და ექ­სპერ­ტის მე­რაბ ჩხენ­კე­ლის შე­ფა­სე­ბით, ამ ტარ­გე­დი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­სა და მე­რი­ა­ზე თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა.

"რას ნიშ­ნავს შად­რე­ვან­ში ბავ­შვი ჩა­ვი­და და დენ­მა და­არ­ტყა?! ეს რო­გორ უნდა მომ­ხდა­რი­ყო? აქ შე­იძ­ლე­ბა იყოს თვი­თონ პრო­ექ­ტის ხარ­ვე­ზი, არა­ი­ზო­ლი­რე­ბუ­ლი ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზის ხარ­ვე­ზი და კი­დევ სხვა მი­ზე­ზე­ბი. ახლა და­ნამ­დვი­ლე­ბით იმის თქმა, რა მოხ­და, რთუ­ლია. გააგრძელეთ კითხვა