"ბურთი ჩაუვარდათ წყალში და ერთი გადამხტარა..." - რას ამბობს თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ - კვირის პალიტრა

"ბურთი ჩაუვარდათ წყალში და ერთი გადამხტარა..." - რას ამბობს თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

„მოყვანილი იქნა ორი 13 წლის ბავშვი რამდენიმე წუთის ინტერვალით. მოხდა პირველი პაციენის, ბიჭის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. დასტაბილურების შემდეგ მოხდა პროფილურ პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანა. რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ექიმმა.

Palitravideo.ge