"ყვე­ლა ეს საქ­მე დას­რულ­და მათ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბით - სის­ტე­მამ უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვე­ბი და მათი ოჯა­ხე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა დამ­ნა­შა­ვედ" - ალეკო ცქიტიშვილი ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა ეს საქ­მე დას­რულ­და მათ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბით - სის­ტე­მამ უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვე­ბი და მათი ოჯა­ხე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა დამ­ნა­შა­ვედ" - ალეკო ცქიტიშვილი ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რი­თაც ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"კა­ლა­ძის კო­მენ­ტა­რი ვნა­ხე ახლა, ვა­კის პარკში მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მე­სა­მე პირ­ში ლა­პა­რა­კობს, რომ სხვე­ბი არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი და თვი­თონ - არა. ამ დროს და­ნა­შა­უ­ლია ჩა­დე­ნი­ლი - სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი.გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბო­ლოს ალ­ბათ კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ის რი­გი­თი მუშა აღ­მოჩ­ნდე­ბა დამ­ნა­შა­ვე.

არც სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­გმებ­ლო­ბის გრძნო­ბა აქვს და არც პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა უნდა ქა­ლაქ თბი­ლი­სის მერს, მი­თუ­მე­ტეს - დამ­ნა­შა­ვე­დაც არ ცნობს თავს, თუკი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კუ­თხით ვი­სა­უბ­რებთ. არა­და, დამ­ნა­შა­ვე არის მთლი­ა­ნად სის­ტე­მა - ის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც შექ­მნა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ­ლის ერთ-ერთი ლი­დე­რი არის კახა კა­ლა­ძე.მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი­სას იკ­ვე­თე­ბა, არის ყვე­ლაფ­რის გა­დაბ­რა­ლე­ბა მსხვერ­პლებ­ზე - ბავ­შვებ­ზე.

ასე­თი სა­ხის ტრა­გე­დი­ას გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გორც უბე­დურ შემ­თხვე­ვას და არა რო­გორც და­ნა­შა­ულს, რო­მელ­მაც მძი­მე შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა. კი­დევ კარ­გი, რომ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით არ და­ი­წყო ამ და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბაც, რო­გორც ეს მოხ­და ჩემი შვი­ლის თბი­ლი­სის ზღვის "სიკ­ვდი­ლის ზო­ნა­ში“ დახ­რჩო­ბის შემ­დეგ.

თუკი თვით­მკვლე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა, რა­ტომ უნდა და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა ამ აბ­სურ­დუ­ლი მუხ­ლით?! იმი­ტომ, რომ სის­ტე­მა ასეა აწყო­ბი­ლი და ამ სის­ტე­მის ყვე­ლა უწყე­ბა თა­ვი­დან­ვე მუ­შა­ობს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა­ზე.ჩემი ოჯა­ხის შემ­თხვე­ვა­შიც, რო­გორც და­ი­წყო, ისე დას­რულ­და მა­ლე­ვე გა­მო­ძი­ე­ბა "და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო“.

არა­და, იმ ად­გი­ლას, სა­დაც ცოტ­ნე და­იხ­რჩო, მა­ნამ­დე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი და­იხ­რჩო და ყვე­ლა ეს საქ­მე დას­რულ­და მათ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბით - სის­ტე­მამ უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვე­ბი და მათი ოჯა­ხე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა დამ­ნა­შა­ვედ.

პო­ლი­ცი­ის გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან ამ სა­კი­თხზე მქონ­და კა­მა­თი, როცა ბოლო გა­სა­უბ­რე­ბი­სას მკი­თხა - ვინ­მეს ხომ არ ვა­კის­რებ­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. დიახ, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ას და GWP-ს ვა­კის­რებ პა­სუ­ხის­მგელ­ბო­ბას მეთ­ქი. ეს უკვე სის­ხლის სა­მარ­თლის სფე­რო აღა­რა­აო. რო­გორ, კი მაგ­რამ, ხუთი ბავ­შვი მოკ­ვდა ერ­თსა და იგი­ვე ად­გი­ლას და რო­გორ არაა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი?! ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით უნდა იდა­ვო­თო.და ვდა­ვობ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით 2017 წლი­დან.პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა, რომ თბი­ლი­სის ზღვა­ზე უნდა და­მონ­ტაჟ­დეს მყა­რი ბა­რი­ე­რე­ბი და გა­კეთ­დეს ბა­ნა­ო­ბის ამ­კრძა­ლა­ვი და გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ბა­ნე­რე­ბი!..

აი, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ამ გა­ა­სა­ჩივ­რა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღემ­დე არაა გა­მო­ტა­ნი­ლი (20 ოქ­ტომ­ბერს არის სხდო­მა ჩა­ნიშ­ნუ­ლი).

პა­რა­დოქ­სი ისაა, რომ და­ვას აგ­რძე­ლებს, მაგ­რამ ბა­რი­ე­რე­ბი და ბა­ნე­რე­ბი გა­ა­კე­თე­ბი­ნა მე­რი­ამ ტრე­გი­დი­ი­დან 4 წლის მერე GWP-ს - 2021 წელს.ეს კე­თი­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­აო და მად­ლო­ბა გვი­თხა­რით ამის­თვი­სო.მად­ლო­ბა კი არა, უსინ­დი­სო მერი მარ­თავს ქა­ლაქს! დამ­ნა­შა­ვე მერი!" - წერს ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში თა­მა­ში­სას ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად ჩა­სულ ორ არას­რულ­წლო­ვანს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დი კლი­ნი­კა­ში გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით შე­იყ­ვა­ნეს და ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცია უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, ვა­კის პარკში არ­სე­ბუ­ლი მცი­რე კას­კა­დი­სა და მრგვა­ლი შად­რევ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გუ­შინ დას­რულ­და.

ambebi.ge