"ნელიმ მეც მომწერა, - ჩემთვის ღალატში ნიკას ხელშემწყობი ხარო. ნიკამაც არ იცოდა რაზე ემუქრებოდა, პასუხს გაგებინებთ, დედას გიტირებთო" - რა განაცხადა ბასილაშვილის ძმამ სასამართლოზე? - კვირის პალიტრა

"ნელიმ მეც მომწერა, - ჩემთვის ღალატში ნიკას ხელშემწყობი ხარო. ნიკამაც არ იცოდა რაზე ემუქრებოდა, პასუხს გაგებინებთ, დედას გიტირებთო" - რა განაცხადა ბასილაშვილის ძმამ სასამართლოზე?

15:18 / 13-10-2022 ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ძმა - როცა ჩემი ძმა დო­რო­ყაშ­ვილ­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო, არას­დროს უღა­ლა­ტია - რაც შე­ე­ხე­ბა ქო­ნე­ბას, ნი­კო­ლოზ­მა ნე­ლის ახა­ლი "იქს 5" და გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი გა­დას­ცა, შვილს - მცხე­თის ქუ­ჩა­ზე სახ­ლი და 100 000 დო­ლა­რი

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს, როცა ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო, არას­დროს უღა­ლა­ტია და ყო­ველ­თვის მისი ერ­თგუ­ლი იყო,- ამის შე­სა­ხებ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ძმამ, თენ­გიზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბას ამ წუ­თებ­ში აძ­ლევს.

თენ­გიზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა იმ პე­რი­ოდ­ზე ისა­უბ­რა, როცა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.

“2017 წლი­დან ნი­კო­ლოზ­მა და­შო­რე­ბა­ზე და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, ძა­ლი­ან ბევრ რა­ღა­ცას მაბ­რა­ლებს, ღა­ლატს მაბ­რა­ლებ­სო. ნე­ლიმ მეც მომ­წე­რა - ნი­კას ხელ­შემ­წყო­ბი ხარ ჩემ ღა­ლატ­შიო. ნი­კა­მაც არ იცო­და რაზე ემუქ­რე­ბო­და ნელი, სა­სა­მარ­თლო­ში წა­გიყ­ვანთ, პა­სუხს გა­გე­ბი­ნებთ, დე­დას გი­ტი­რებ­თო. მერე გა­მიჩ­ნდა ღრმა რწმე­ნა, რომ მარ­თლა რა­ღაც მოხ­დე­ბო­და. 2018 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, როცა ნიკა სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა და ნეკა - ნიუ-იორკში, მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა შე­წყდა. ამას ნე­ლის ძა­ლი­ან დიდი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა უძღვო­და წინ. 28 აგ­ვის­ტოს, დი­ლით და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ნი­კო­ლოზს ეძებ­და, ვერ პო­უ­ლობ­და, თით­ქოს, ნიკა ღა­ლა­ტობ­და, ვუ­თხა­რი, რომ ვარ­ჯიშ­ზე იყო. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს, როცა ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო, არას­დროს არ უღა­ლა­ტია და ყო­ველ­თვის მისი ერ­თგუ­ლი იყო. კონ­ფლიქ­ტის დროს ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ად­გილს ტო­ვებ­და, სი­ტყვას არ უბ­რუ­ნებ­და“ , - გა­ნა­ცხა­და თან­გიზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა, თუ რა ქო­ნე­ბა მი­ი­ღო დო­რო­ყაშ­ვილ­მა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის­გან.

"გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი გა­დას­ცა, შვილს მცხე­თის ქუ­ჩა­ზე სახ­ლი და 100 000 დო­ლა­რი. ნე­ლის ახა­ლი "იქს 5" აჩუ­ქა, ისე­თი რო­გო­რიც უნ­დო­და, სახ­ლთან მი­უყ­ვა­ნა, მერე ვინ გა­ყი­და, არ ვიცი",- გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ძმამ.

ambebi.ge