"...ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც" - თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გამოკითხვაზე დაიბარეს - კვირის პალიტრა

"...ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც" - თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გამოკითხვაზე დაიბარეს

თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კი­თხვა­ზე მი­ვი­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შად­რე­ვა­ნი, რო­მელ­მაც 13 წლის გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, ექ­სპერ­ტი­ზის მიერ იყო შე­მოწ­მე­ბუ­ლი და მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რის მიერ არა­ერ­თხელ და­ტეს­ტი­ლი.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ამ დრომ­დე შად­რე­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა.

"გა­მო­კი­თხვა­ზე ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი. შად­რე­ვა­ნი დას­რუ­ლე­ბუ­ლი და შე­მოწ­მე­ბუ­ლი იყო. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ვი­ბა­რეთ. ექ­სპერ­ტი­ზა აკ­რე­დი­ტე­ბულ­მა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ ჩა­ა­ტა­რა. და­ტეს­ტი­ლი იყო, ექ­სპერ­ტი­ზაც ჰქონ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, რა მოხ­და, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. არა­ვინ იცის, რამ გა­მო­იწ­ვია. ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა და და­ად­გენს. დი­ლი­თაც გა­იწ­მინ­და შად­რე­ვა­ნი, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. რამე პრობ­ლე­მა რომ ჰქო­ნო­და, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­შიც ვერ ჩა­ეშ­ვე­ბო­და. ხარ­ვე­ზი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, რამ­დენ­ჯერ­მე სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში იყო ჩარ­თუ­ლი და ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ასუფ­თა­ვე­ბენ ამ შად­რე­ვანს, ჩარ­თულ­საც და გა­მორ­თულ­საც, აქამ­დე არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა",-გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, გიგა გი­გაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­საც მოჰ­ყვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

ambebi.ge