"მე­ხუ­თე წე­ლია, რაც მა­რი­ტას პე­და­გო­გი ვარ და ამა­სო­ბა­ში ძა­ლი­ან შე­მაყ­ვა­რა თავი" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპულ გოგონაზე მასწავლებელი? - კვირის პალიტრა

"მე­ხუ­თე წე­ლია, რაც მა­რი­ტას პე­და­გო­გი ვარ და ამა­სო­ბა­ში ძა­ლი­ან შე­მაყ­ვა­რა თავი" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპულ გოგონაზე მასწავლებელი?

თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, სა­დაც თა­მა­ში­სას, ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად შად­რე­ვან­ში ჩა­სულ მო­ზარდს და მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სულ მის თა­ნა­ტოლს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა.

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვა­კის პარკში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტო­რი იყო "გრინ სერ­ვი­სი" და პრო­ექ­ტი შე­მოწ­მე­ბუ­ლი იყო.

პო­ლი­ცი­ა­ში უკვე და­ი­ბა­რეს კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე.

"მე ვი­ყა­ვი პი­რა­დად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი" - აღ­ნიშ­ნა მან.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­საც მოჰ­ყვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა 55-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლია. ის ჩოგ­ბურ­თე­ლი იყო და წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალ­საც უწი­ნა­სარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. მა­რი­ტა გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და.

AMBEBI.GE მა­რი­ტას პე­და­გოგს ესა­უბ­რა.

ლუბა კას­რა­ძე, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის პე­და­გო­გი: "მე­ხუ­თე წე­ლია, რაც მა­რი­ტას პე­და­გო­გი ვარ და ამა­სო­ბა­ში ძა­ლი­ან შე­მაყ­ვა­რა თავი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა იყო მა­რი­ტა, ამას ყო­ველ­გვა­რი გა­და­მე­ტე­ბის გა­რე­შე გე­უბ­ნე­ბით. ძა­ლი­ან მშვი­დი, წყნა­რი, ზრდი­ლი და ღი­მი­ლი­ა­ნი იყო. მა­რი­ტა სპორ­ტით იყო მაქ­სი­მა­ლუ­რად და­კა­ვე­ბუ­ლი, რა­საც ბევ­რი დრო მიჰ­ქონ­და (მა­რი­ტა მზი­უ­რის ჩოგ­ბურ­თის კორ­ტებ­ზე ვარ­ჯი­შობ­და, მისი მწვრთნე­ლი მამა - და­ვით მე­ფა­რიშ­ვი­ლი იყო - ნ.ფ.). მას სპორ­ტი არ უშ­ლი­და ხელს სწავ­ლა­ში. მა­რი­ტას უფ­რო­სი და ჰყავს, ნუცა, მე-9-ე კლა­სე­ლია, ისიც ვარ­ჯი­შობს. იხილეთ სრულად