"მა­რი­ტა ჩემს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და! ჩემი მწვრთნე­ლის შვი­ლია" - რას წერს რუსკა ქარქაშაძე ვაკის პარკში დაღუპულ გოგონაზე? - კვირის პალიტრა

"მა­რი­ტა ჩემს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და! ჩემი მწვრთნე­ლის შვი­ლია" - რას წერს რუსკა ქარქაშაძე ვაკის პარკში დაღუპულ გოგონაზე?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, სა­დაც თა­მა­ში­სას, ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად შად­რე­ვან­ში ჩა­სულ მო­ზარდს და მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სულ მის თა­ნა­ტოლს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა.

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვა­კის პარკში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტო­რი იყო „გრინ სერ­ვი­სი“ და პრო­ექ­ტი შე­მოწ­მე­ბუ­ლი იყო.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა 55-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლია. ის ჩოგ­ბურ­თე­ლი იყო და წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალ­საც უწი­ნა­სარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. მა­რი­ტა გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და.

მის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს მსა­ხი­ო­ბი რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე:

"ვა­ი­მეე!!! არ მჯე­რა­აა!! მა­რი­ტა ჩემს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და!!!!!! ჩემი მწვრთნე­ლის შვი­ლია მა­რი­ტა! ახლა გა­ვი­გე ….. ღმერ­თო ეს რა უბე­დუ­რე­ბაა!!! სი­ტყვე­ბი დავ­კარ­გე, არ ვიცი რა ვთქვა!!! ან ამ დროს რა უნდა ვთქვა" - წერს ქარ­ქა­შა­ძე.