ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღოს.

სამოქალაქო აქტივისტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე კახა კალაძე არ აიღებს პასუხისმგებლობას.

"იმედი მაქვს, აქ შეკრებილი ადამიანები მოვახერხებთ იმას, რომ ეს ბრძოლა დღეს არ დამთავრდეს. ეს არ არის პირველი ტრაგედია, რომელზეც პასუხისმგებლობა კახა კალაძეს უნდა ჰქონდეს აღებული.

სამოქმედო გეგმა არის ის, რომ არ გავჩერდეთ იქამდე, ვიდრე კახა კალაძე არ დაისჯება და არ აიღებს პასუხისმგებლობას”, - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი.

პარლამენტთან შეკრებილებს აქციაზე თან აქვთ ბანერები წარწერით: “გადადგეს მკვლელი კახა კალაძე!” , “არა სიკვდილით სავსე ქალაქს!".

"ინტერპრესნიუსი"