"ბი­ჭის საშ­ვე­ლად გა­დამხტა­რა ეს ან­გე­ლო­ზი გოგო, მე­ო­რე ბი­ჭთან ერ­თად..." - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე? - კვირის პალიტრა

"ბი­ჭის საშ­ვე­ლად გა­დამხტა­რა ეს ან­გე­ლო­ზი გოგო, მე­ო­რე ბი­ჭთან ერ­თად..." - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, სა­დაც თა­მა­ში­სას, ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად შად­რე­ვან­ში ჩა­სულ მო­ზარდს და მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სულ მის თა­ნა­ტოლს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა.

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვა­კის პარკში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტო­რი იყო „გრინ სერ­ვი­სი“ და პრო­ექ­ტი შე­მოწ­მე­ბუ­ლი იყო.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა 55-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლია. ის ჩოგ­ბურ­თე­ლი იყო და წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალ­საც უწი­ნა­სარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. მა­რი­ტა გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და.ჟურ­ნა­ლის­ტი ნანა აკო­ბი­ძე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ წერს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით ვა­კის პარკში მისი სიძე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ შე­ეს­წრო სა­ზა­რელ ფაქტს:

"იცით, ხო - ბავ­შვი მოკ­ვდა დღეს ვა­კის პარკში. ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით სკო­ლი­დან გა­სუ­ლე­ბი დას­ვე­ნე­ბა­ზე. უკვე მკვდა­რი იყო.“ჩემი შვი­ლი ამ­ბობს. სკო­ლი­დან დაბ­რუნ­და - ისევ ვა­კის პარკზე გად­მო­ი­ა­რა. ყვი­თე­ლი ლენ­ტე­ბით შე­მო­სა­ზღვრულ ად­გილ­ზე.მო­ვი­და და ჰყვე­ბა სხვა ბავ­შვის სიკ­ვდი­ლის ამ­ბავს - შემ­ზა­რა­ვად მშვი­დი ხმით.15 წლი­საა და შეჩ­ვე­უ­ლია უკვე არა­იშ­ვი­ათ სიკ­ვდი­ლებს და ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვებს. თვა­ლიც შე­აჩ­ვია, ყუ­რიც და ემო­ცი­ებ­საც მარ­თავს - ჩემ­ზე უკე­თე­სად.

ჩემი სიძე კი, რო­მე­ლიც ვა­კის პარკში მუ­შა­ობს და იმ სა­ბე­დის­წე­რო წუ­თე­ბამ­დე კა­რუ­სე­ლებ­ზე აკა­ტა­ვა ეს ულა­მა­ზე­სი გოგო სხვა ბავ­შვებ­თან ერ­თად, ამ დრომ­დე ტი­რის დაც­ვის სხვა ბი­ჭებ­თან ერ­თად: ისე­თი ლა­მა­ზი იყო, წყლი­დან რომ ამო­იყ­ვა­ნეს - ან­გე­ლოზს ჰგავ­დაო. მამა მო­ვარ­და სახ­ლის ტან­საც­მლით "სუნ­თქავს, სუნ­თქავს" - ჯი­უ­ტად იძახ­დაო...

და ჰო - ჯერ ბიჭი გა­დამხტა­რა შად­რევ­ნი­დან ბურ­თის ამო­სა­ღე­ბად. იმ ბი­ჭის საშ­ვე­ლად გა­დამხტა­რა ეს ან­გე­ლო­ზი გოგო, მე­ო­რე ბი­ჭთან ერ­თად....სა­ში­შად შე­ეჩ­ვივ­ნენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სიკ­ვდი­ლებს და საფრ­თხე­ებს. ჩვენ ვერ - მაგ­რამ რა მერე? რას ვა­კე­თებთ, ტი­რი­ლის და მოთ­ქმის გარ­და?ვე­რა­ფერს. იმი­ტომ, რომ მხო­ლოდ ტი­რი­ლი გა­მოგ­ვდის კარ­გად" - წერს აკო­ბა­ძე.