ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში 34 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"