ვინ არის მამაკაცი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოყვანა ბავშვები შადრევნიდან? - კვირის პალიტრა

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოყვანა ბავშვები შადრევნიდან?

თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, სა­დაც თა­მა­ში­სას, ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად შად­რე­ვან­ში ჩა­სულ მო­ზარდს და მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სულ მის თა­ნა­ტოლს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა 55-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­საც მოჰ­ყვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

ვა­კის პარკში მომ­ხდარ დღე­ვან­დელ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვა­ზე თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ბავ­შვე­ბის ამო­საყ­ვა­ნად შად­რე­ვან­ში მა­მა­კა­ცი შე­ვი­და. მან ორი ბავ­შვი ამო­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მე­სა­მე ვერ ამოჰ­ყავ­და, რად­გა­ნაც დენი ურტყამ­და.

"ამ კაც­მა ერთი ამო­იყ­ვა­ნა, მე­ო­რე ამო­იყ­ვა­ნა და ის მე­სა­მე ბავ­შვი იყო თუ არა იქ, არ ვი­ცო­დით. ბავ­შვე­ბი კი­ოდ­ნენ, მე­სა­მე არი­სო, ბევ­რნი იყ­ვნენ ერ­თად. ეს მე­სა­მე ვერ ამო­იყ­ვა­ნა ამ კაც­მა.

რამ­დენ­ჯე­რაც შე­ვი­და წყალ­ში, დენი არ­ტყამ­და, ვე­რაფ­რით ვერ გა­მო­იყ­ვა­ნა ეს ბავ­შვი, შად­რე­ვა­ნი რომ გა­მორ­თეს, მერე გა­მო­იყ­ვა­ნეს", -ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

რო­გორც ირ­კვე­ვა შად­რე­ვან­ში ბავ­შვე­ბის საშ­ვე­ლად "ეკო­სერ­ვის ჯგუ­ფის" (აწარ­მო­ებს დე­და­ქა­ლა­ქის გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ებს) თა­ნამ­შო­მე­ლი შე­ვი­და:

"ეკო სერ­ვი­სის თა­ნამ­შრო­მელ­მა, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ამოყ­ვა­ნა ბავ­შვე­ბი აუ­ზი­დან. თვითმხილ­ვე­ლი ყვე­ბა, ეს კაცი რამ­დენ­ჯე­რაც წყალ­ში ჩა­ვი­და, იმ­დენ­ჯერ დენი არ­ტყამ­და, მაგ­რამ მა­ინც ამო­იყ­ვა­ნაო.

ამ კა­ცის დამ­სა­ხუ­რე­ბაა იმ ორი ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა.არ­ვი­ცი ვინ არის, მაგ­რამ მად­ლო­ბა მას, ასე­თებ­ზე დგას ქვე­ყა­ნა. აქამ­დე ხმას ვერ ვი­ღებ­დი, მე­გო­ნა არ­ცერ­თი უფ­რო­სი და­ეხ­მა­რათ" - წერს მა­ცა­ცო კევ­ლიშ­ვი­ლი.