ყირიმში უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის 400-მდე უცხოელი მებრძოლი ჩავიდა - კვირის პალიტრა

ყირიმში უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის 400-მდე უცხოელი მებრძოლი ჩავიდა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის 400-მდე უცხოელი მებრძოლი ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„ცოცხალი ძალის დანაკარგების ასანაზღაურებლად რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა არ წყვეტს დაქირავებულთა გადაბირების პრაქტიკას. ცნობილი გახდა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 400 უცხოელი მებრძოლის ჩასვლის შესახებ. დაგეგმილია მათი ჩართვა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, პრიმორსკო-ახტარსკში, კრასნოდარში, 1-ელ ნოემბრამდე შეჩერებულია მობილიზებულთა გაგზავნა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრებში.

„ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ეს დაწესებულებები არ არიან მზად პირადი შემადგენლობის დიდი რაოდენობის განთავსებისა და წვრთნისთვის“, - აცხადებენ გენშტაბში.