"მიყვარხარ სამუდამოდ..." - მარიტას გარდაცვალებამდე 10 წუთით ადრე გადაღებული ვიდეო - კვირის პალიტრა

"მიყვარხარ სამუდამოდ..." - მარიტას გარდაცვალებამდე 10 წუთით ადრე გადაღებული ვიდეო

ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში, შემთხვევამდე 10 წუთით ადრე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

„მჯერა, რომ ის უკეთეს ადგილას არის. მიყვარხარ სამუდამოდ, ჩემო სიყვარულო.

ვიდეო გადაღებულია 10 წუთით ადრე, სანამ ის დაგვტოვებდა“, - წერს მარიტა მეფარიშვილის მეგობარი.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.