"დეკემბერში პატრიარქის გადადგომის შესახებ ინფორმაცია არის მორიგი ფანტაზია - ტყუილი, ტყუილი, ტყუილი" - კვირის პალიტრა

"დეკემბერში პატრიარქის გადადგომის შესახებ ინფორმაცია არის მორიგი ფანტაზია - ტყუილი, ტყუილი, ტყუილი"

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „მორიგ ფანტაზიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქი დეკემბერში გადადგომას აპირებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მღვდელმთავრებს პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობები აქვთ და მათი პოზიციაა, რომ პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება.

„ვნახე, ტყუილებით სავსე სიუჟეტი იყო. შარშან ვთქვი, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომაზე, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები, რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. მღვდელმთავრები ზოგადად ამის წინააღმდეგ არიან, პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობით არიან, განწყობაც შესაბამისია, პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა“, - აღნიშნავს ანდრია ჯაღმაიძე