"მშობლებთან კომუნიკაცია შეძლო" - ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა - კვირის პალიტრა

"მშობლებთან კომუნიკაცია შეძლო" - ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ვაკის პარკში აუზში დენის დარტყმით დაშავებული ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. როგორც "ნიუ ჰოსპიტალის" ექიმი ამბობს, ბავშვის სხვა კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს.

"ამ წუთებში ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ მოიხსნა ფილტვის ვენტილაციიდან, არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა მშობლებს. რა საკვირველია, რისკები რჩება, მაგრამ პირველი 24 საათის განმავლობაში, რაც შეიძლება მომხდარიყო, მეტ-ნაკლებად დაძლეულია", - ამბობს მედიასთან "ნიუ ჰოსპიტლის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ცაბაძე.

გუშინ, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.