"არ გამიცვლია ჩემი სამშობლოს სალი კლდეები სხვის შემოთავაზებულ დაუჯერებელ სიმდიდრეზე!" - ლუკა კურტანიძე წერს, რომ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა - კვირის პალიტრა

"არ გამიცვლია ჩემი სამშობლოს სალი კლდეები სხვის შემოთავაზებულ დაუჯერებელ სიმდიდრეზე!" - ლუკა კურტანიძე წერს, რომ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ვე­ტე­რან­მა მო­ჭი­და­ვემ ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა...

ლუკა კურ­ტა­ნი­ძე:

"დღეს მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პი­რა­დი მო­საზ­რე­ბის გამო ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დი­უმ­ზე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა და ასე­ვე პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რო­ბა! რაც პრე­ზი­დენ­ტმა დაკ­მა­ყო­ფი­ლა!

მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა დღემ­დე ვემ­სა­ხუ­რე ჩემს სამ­შობ­ლოს სი­ცო­ცხლის ფა­სად! არ გა­მიც­ვლია ჩემი სამ­შობ­ლოს სალი კლდე­ე­ბი სხვის შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ დღეს და­უ­ჯე­რე­ბელ სიმ­დიდ­რე­ზე! და თუ რა შევ­ძე­ლი ეს ღმერ­თმა და მთელ­მა ჩემა ერმა იცის, რო­მე­ლიც უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლით მაძ­ლი­ე­რებს სა­დაც არ უნდა ვიყო მთა­სა თუ ბარ­ში!

ასე რომ ყვე­ლა­ზე დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბა ჩემ­თვის იყო და არის ღმერ­თი­სა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი. ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ას კი მო­მა­ვალ­ში ვუ­სურ­ვებ დიდ წარ­მა­ტე­ბებს ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სა­დი­დებ­ლად..."