"ჩვენი დროის გმირი მეგი ბანცაძე! შემთხვევითი გამვლელი, ვინც ჩვენს ლაზარეს პირველადი დახმარება გაუწია, გული აუმუშავა" - რას წერს კონსტანტინე ზარნაძე? - კვირის პალიტრა

"ჩვენი დროის გმირი მეგი ბანცაძე! შემთხვევითი გამვლელი, ვინც ჩვენს ლაზარეს პირველადი დახმარება გაუწია, გული აუმუშავა" - რას წერს კონსტანტინე ზარნაძე?

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახალ­გაზ­რდა ქალ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მეგი ბან­ცა­ძე გუ­შინ­დე­ლი დღის კი­დევ ერთი გმი­რია, რო­მელ­მაც ვა­კის პარკში და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი­დან ერთ-ერთს - ლა­ზა­რეს, სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე გული აუ­მუ­შა­ვა...

კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძე:

"ეს გოგო იცით ვინ არის ?! ჩვე­ნი დრო­ის გმი­რი მეგი ბან­ცა­ძე! შემ­თხვე­ვი­თი გამ­ვლე­ლი, ვინც ჩვენს ლა­ზა­რეს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია, გული აუ­მუ­შა­ვა სას­წრა­ფოს მის­ვლამ­დე და ფაქ­ტი­უ­რად გა­და­არ­ჩი­ნა".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 ოქ­ტომ­ბერს ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლა­ზა­რე "ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში" მკურ­ნა­ლობს. ახ­ლა­ხან გავ­რცელ­და სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­ზარ­დი მარ­თვი­თი სუნ­თქვის აპა­რა­ტი­დან მოხ­სნეს. კი­დევ ერთი მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იყო, უკვე შინ გა­წე­რეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­საც მოჰ­ყვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.