"თუ თქვენ პუტინს ან ქვეყანას კუთხეში ამწყვდევთ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა არის" - ლუკაშენკო დასავლეთის ქვეყნებს აფრთხილებს - კვირის პალიტრა

"თუ თქვენ პუტინს ან ქვეყანას კუთხეში ამწყვდევთ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა არის" - ლუკაშენკო დასავლეთის ქვეყნებს აფრთხილებს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს პუტინი კუთხეში არ მიამწყვდიონ. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენება შეუძლია მის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში.

"თუ, ღმერთმა არ ქნას, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმა იქნება, რუსეთს შეუძლია, თუ საჭირო იქნება, ყველა სახის შეიარაღება გამოიყენოს… თუ თქვენ ადამიანს ან ქვეყანას კუთხეში ამწყვდევთ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა არის - წინ. ამიტომ არ გადააბიჯოთ წითელ საზღვრებს, არ გადაკვეთოთ ისინი“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მან აღნიშნა, რომ პირადად პუტინისგან იცის, რომ იგი ბირთვული იარაღის გამოყენებას მიზნად არ ისახავს.

"თუ ბირთვულ იარაღს თუნდაც ერთი სახელმწიფო გამოიყენებს, ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. რუსეთს ეს კარგად ესმის და არავინ, ამას მინდა ხაზი გავუსვა, ეს თავად პრეზიდენტი პუტინისგან დაზუსტებით ვიცი, არავინ ისახავს მიზნად ბირთვული იარაღის გამოყენებას", - თქვა ბელარუსის ლიდერმა.

"ინტერპრესნიუსი"