"აბა რა მექნა მამა, არ გამომეყვანაო? " - რას ჰყვებიან დევი მეზურნიშვილის მშობლები?
13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია.
დაშავებული ორი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. თვითმხილველები გუშინვე ჰყვებოდნენ მამაკაცის შესახებ, რომელმაც შადრევანში შესული ბავშვები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანა. გაირკვა ისიც, რომ ეს ადამიანი "ეკოსერვის ჯგუფის" თანამშრომელი, ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილია.
გუშინდელიდან მოყოლებული მას სრულიად საზოგადოება განსაკუთრებულ მადლობას უხდის. შვილის გმირობა განსაკუთრებით მშობლებს ეამაყებათ. დევი მეზურნიშვილის დედ-მამა წინანდალში ცხოვრობენ.
როგორც ისინი ჰყვებიან, მათთვის გუშინდელი დღე განსაკუთრებით ემოციური იყო:
დევი მეზურნიშვილის დედა, თამარ მამალაშვილი: "სამამ თბილისში წავიდოდა, ხან ვენახებში მუშაობდა, ხან კონკრეტულ ობიექტებზე. ბოლო პერიოდში თბილისში წავიდა, იქ სცადა თავისი ბედი. მუშაობს ვაკის პარკში. მისგან გუშინდელი საქციელი არ გამკვირვებია, რადგან ბუნებით ასეთი ადამიანია. ადრე ალაზანზე დადიოდა ხოლმე, მაშინაც ვიღაც გადაარჩინა. ისეთი ადიდებული წყლიდან გამოიყვანა ადამიანი, რომ საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდო. იხილეთ სრულად