"მე თუ მკითხავთ, არ უნდა გადადგეს, ეგ ტვირთი და ტკივილი, იმ ორი ავტოგოლივით უნდა ატაროს მთელი ცხოვრება" - კვირის პალიტრა

"მე თუ მკითხავთ, არ უნდა გადადგეს, ეგ ტვირთი და ტკივილი, იმ ორი ავტოგოლივით უნდა ატაროს მთელი ცხოვრება"

ირაკლი ოქრუაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და კახი კალაძის გადადგომის საკუთარ აზრს გამოხატავს:

"მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ უნდა გადადგეს, ერთი იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება არ ვიმსახურებთ ეგეთ ადექვატურ დამოკიდებულებას მსგავსი ხალხისგან და მეორე, იმიტომ, რომ მან, ეგ ტვირთი და ტრაგედია/ტკივილი, იმ ორი ავტოგოლივით უნდა ატაროს მთელი ცხოვრება, რადგან მისი ტვირთი და პასუხისმგებლობა არ ესმის.რამდენი ადამიანია გარდაცვლილი და დასახიჩრებული ჭავჭავაძეზე მისი ხუშტურებით შეცვლილი მოძრაობის შედეგად, ის არ დაგავიწყდეთ.დღეს პირველად, ბევრი მოვინდომე საკუთარი შვილებისთვის რომ მომეტყუებინა, თუ რატომ არ უნდა წამეყვანა სკოლაში ვაკის პარკის გავლით", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.