"აუტანელი მოსასმენია - "ღმერთმა წაიყვანა, თავისთან, სამოთხეში”... ის ჩვენმა დაუდევრობამ, გულგრილობამ, უსაქმურობამ მოკლა" - კვირის პალიტრა

"აუტანელი მოსასმენია - "ღმერთმა წაიყვანა, თავისთან, სამოთხეში”... ის ჩვენმა დაუდევრობამ, გულგრილობამ, უსაქმურობამ მოკლა"

პეტ­რე კოლ­ხი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

აუტანელი მოსასმენია - ,,ღმერთმა წაიყვანა, თავისთან, სამოთხეში”... ჩემი შვილი მე მინდა მყავდეს, პატარა ბავშვისთვის, მისი ნორჩი სხეულისთვის მემძიმება მიწის მიყრა… არ მჯერა, რომ ღმერთს მოუნდა მარიტასთვის დენს დაერტყა… არ მჯერა ამ სიდებილეების… ის ჩვენმა დაუდევრობამ, გულგრილობამ, უსაქმურობამ მოკლა… მადლობა, რომ 13 წლის ბავშვისთვის სამოთხე გაიმეტეთ, მაგრამ უკაცრავად, მას სიცოცხლე სწყუროდა… ის ბედნიერი იყო მისი ცხოვრებით. მისთვის რომ გეკითხათ, ჯერ არ აირჩევდა სამოთხეს… თქვენ დაგითმობდათ…" - წერს პეტრე კოლხი

შე­გახ­სე­ნებთ, მიმ­დი­ნა­რე წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.