"კომპანიას, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნები დააპროექტა, ახლოს ჩავლილიც არ ჰქონდა შადრევნებთან" - რა ინფორმაციას აქვეყნებს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია? - კვირის პალიტრა

"კომპანიას, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნები დააპროექტა, ახლოს ჩავლილიც არ ჰქონდა შადრევნებთან" - რა ინფორმაციას აქვეყნებს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია?

არ­ქი­ტექ­ტო­რი, ურ­ბა­ნის­ტი და მო­ქან­და­კე ირაკ­ლი ჟვა­ნია ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­რიგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და უშუ­ა­ლოდ იმ კომ­პა­ნი­ა­ზე წერს, რო­მელ­მაც ვა­კის პარ­კის შად­რევ­ნე­ბი და­აპ­რო­ექ­ტა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია კომ­პა­ნია LMC-ზე, რო­მელ­საც შად­რევ­ნე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბა­ში გა­მოც­დი­ლე­ბაც კი არ აქვს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, კომ­პა­ნი­ას მხო­ლოდ სას­მე­ლი წყლი­სა და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს."ვა­კის პარ­კის თე­მის გაგ­რძე­ლე­ბა...ვინ და­აპ­რო­ექ­ტა პარ­კის შად­რევ­ნე­ბი. 2019 წელს ჩვენს მიერ კონ­კურ­სში შე­ტა­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბა ვა­კის პარ­კის შად­რევ­ნებ­ზე მე­რი­ამ გა­ა­უქ­მა და დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია მოგ­ვცეს. მი­ზე­ზი მო­იყ­ვა­ნეს ის, რომ თან­ხის მო­ცუ­ლო­ბით 100 შად­რე­ვა­ნი უნდა გვქო­ნო­და დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი, რაც ჩვენ კი არა, ვე­რა­ვის ვერ ექ­ნე­ბო­და ბუ­ნე­ბა­ში. 30 შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი არ ეყოთ გა­მოც­დი­ლე­ბის­თვის.

ჩვენ დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ვი­ღეთ. ამის შემ­დეგ ჩა­ა­ტა­რეს ტენ­დე­რი და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორ­მეს კომ­პა­ნია LMC, რო­მელ­საც გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნდა შემ­დე­გი:

- ქ.გორ­ში რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის და­სახ­ლე­ბა­ში გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბის და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მის მო­წყო­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბა

- დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სო­ფელ ბუ­ლა­ჩა­ურ­ში სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მის პრო­ექ­ტი­რე­ბა

- სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე სას­მე­ლი წუ­ლის სის­ტე­მე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბა.

შად­რევ­ნებ­თან ახ­ლოს ჩავ­ლი­ლიც კი არ ჰქონ­და კომ­პა­ნი­ას. მა­სა­ლე­ბი სა­იტ­ზე spa.ge, ტენ­დე­რის ნო­მე­რი NAT200006944" - წერს ჟვა­ნია.