"ამერიკაში წლების წინ გაშვილებული მამაკაცი დედას შევახვედრეთ" - გაშვილების წარმოუდგენელი ისტორიები - კვირის პალიტრა

"ამერიკაში წლების წინ გაშვილებული მამაკაცი დედას შევახვედრეთ" - გაშვილების წარმოუდგენელი ისტორიები

ძნე­ლია და­ი­ჯე­რო, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა მოქ­მე­დებ­და: ახალ­შო­ბი­ლებს სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლე­ბი­დან იპა­რავ­დნენ და აშ­ვი­ლებ­დნენ, მათი დე­დე­ბი კი ვერ ხვდე­ბოდ­ნენ, რამ­ხე­ლა ტყუ­ი­ლის მსხვერ­პლად იქ­ცნენ! ამ და­ნა­შა­ულ­ზე სა­უ­ბა­რი პირ­ვე­ლად ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ და­ი­წყო... მან გა­და­წყვი­ტა გაშ­ვი­ლე­ბუ­ლე­ბის მო­ძებ­ნა და ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით და­ა­ფუძნა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ვე­ძებ" და რო­გორც ამ­ბობს, უკვე 500-მდე ოჯახს აჩუ­ქა და­კარ­გუ­ლი შვი­ლის პოვ­ნის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლი.

- ეს ჩემ­თვის მხო­ლოდ საქ­მე არ არის - ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, რად­გან მე თვი­თო­ნაც ვე­ძებ ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს უწყე­ბა, რო­მე­ლიც ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყოფ ადა­მი­ანს და­აკ­ვა­ლი­ა­ნებს და აუხ­სნის, სად მი­ვი­დეს და რა სა­ბუ­თი გა­მო­ი­თხო­ვოს. ასე­თი უწყე­ბა რომც არ­სე­ბობ­დეს, გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის სა­ბუ­თე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია იმის­თვის შევ­ქმე­ნით, რომ და­კარ­გულ ადა­მი­ა­ნებს დავ­ხმა­რე­ბო­დით. ეს იყო ჩემი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი, რა­საც სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვა: ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი გვი­რე­კავ­და და თა­ნად­გო­მას გვთხოვ­და. ასე, თან­და­თა­ნო­ბით, გა­იხ­სნა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა და ისე­თი საქ­მე­ე­ბი ამო­ტივ­ტივ­და, რო­მელ­თაც "სა­უ­კუ­ნის და­ნა­შა­უ­ლი" უწო­დეს. რო­დე­საც ქალი იმ­შო­ბი­ა­რებ­და, მე­ო­რე-მე­სა­მე დღეს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ პა­ტა­რა გარ­და­იც­ვა­ლა, ცხე­დარს არ ატან­დნენ და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჩვილს სამ­შო­ბი­ა­როს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლავ­დნენ. არა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს, არც ერთ სამ­შო­ბი­ა­როს არ ჰქო­ნია ბავ­შვთა სა­საფ­ლაო და არც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­რი­ტუ­ა­ლო ფირ­მებ­თან. დო­კუ­მენ­ტებ­ში არ­სად ჩანს ქა­ლის მშო­ბი­ა­რო­ბა და ბავ­შვის და­ბა­დე­ბა, არ ჩანს ახალ­შო­ბი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი. სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან იყ­ვნენ შეკ­რუ­ლი და მო­პა­რუ­ლი ჩვი­ლე­ბი ერთი ქა­ლა­ქი­დან და რე­გი­ო­ნი­დან მე­ო­რე­ში გა­დაჰ­ყავ­დათ. ეს იმი­ტომ კეთ­დე­ბო­და, რომ ოჯა­ხე­ბის­თვის კვა­ლი აე­რი­ათ. ამ­გვა­რი ფაქ­ტე­ბი ხდე­ბო­და 1950-60-იან წლებ­ში და გაგ­რძელ­და 1990-იანი წლე­ბი­დან 2005-2006 წლე­ბამ­დე, სა­ნამ საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი ჩა­ე­რე­ოდ­ნენ. ერთ "შვილმკვდარ" დე­დას ლა­გო­დე­ხის სამ­შო­ბი­ა­რო­დან სა­სახ­ლე გა­მო­ა­ტა­ნეს, ოჯახს ეგო­ნა, გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლი დაკ­რძა­ლა. გა­ვი­და ხანი, საფ­ლა­ვი გახ­სნეს და ბავ­შვის კუბო ცა­რი­ე­ლი დახ­ვდათ!

მახ­სენ­დე­ბა და­ღეს­ტნე­ლი ტყვე ქა­ლის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლი ჰყავ­დათ. მას სხვა­დას­ხვა მა­მა­კა­ცი აუ­პა­ტი­უ­რებ­და, ბავ­შვებს აჩე­ნი­ნებ­დნენ და მერე ჩვი­ლებს ყიდ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბა­ში თით­ქმის ყვე­ლა უწყე­ბა იყო ჩარ­თუ­ლი და დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც გა­და­ი­ღეს. ამ­დე­ნი დამ­ცი­რე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად საბ­რა­ლო ქალი და­ინ­ვა­ლიდ­და. ჩემ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, როცა მისი ერთი შვი­ლი ვი­პო­ვეთ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, არ ცდი­ლობს დე­დას­თან სი­ახ­ლო­ვეს. ასეც ხდე­ბა.

- ბევ­რი და­კარ­გუ­ლი შვი­ლი შე­ახ­ვედ­რეთ დე­დებს?

- ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია და ვებგ­ვერ­დი არ­სე­ბობს, ერ­თმა­ნეთს ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი შე­ვახ­ვედ­რეთ. 500-მდე ოჯა­ხი გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ. უმე­ტე­სო­ბა სამ­შო­ბი­ა­რო­ში მკვდრად აღ­რი­ცხუ­ლი ჩვი­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცო­ცხლე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ.

ერთი გო­გო­ნას ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და და იქი­დან სიღ­ნა­ღის სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. დე­დას უთხრეს, რომ ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა და სიღ­ნა­ღის სამ­შო­ბი­ა­რო­დან სა­მეგ­რე­ლო­ში გა­აშ­ვი­ლეს! გო­გო­ნა ვი­პო­ვეთ და გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გად მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დაც მოვ­ძებ­ნეთ და დედა-შვი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ვახ­ვედ­რეთ.

ერთი ვი­თომ გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტა­რა კი ჭი­ა­თუ­რის სამ­შო­ბი­ა­რო­დან თბი­ლის­ში წა­მო­იყ­ვა­ნეს და აქ გა­აშ­ვი­ლეს. ამ საქ­მე­ში თბი­ლი­სის მე­ხუ­თე სამ­შო­ბი­ა­როს ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლიც იყო ჩარ­თუ­ლი, ბავ­შვი სწო­რედ მისი სახ­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს. იგი­ვე ბედი ეწია გო­რის სამ­შო­ბი­ა­რო­ში და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნას: ოჯახს უთხრეს, რომ ჩვი­ლი და­ი­ღუ­პა, თბი­ლის­ში წა­მო­იყ­ვა­ნეს და გა­აშ­ვი­ლეს. მათი დე­დაშ­ვი­ლო­ბა გე­ნე­ტი­კურ­მა ანა­ლიზ­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

- ვინც ამ და­უ­ჯე­რე­ბელ საქ­მე­ში იყო ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლა დუმ­და?

- ახ­ლაც არ აღი­ა­რე­ბენ, რომ წლე­ბის წინ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს, - ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ ბავ­შვე­ბი "უკე­თეს" ოჯა­ხებ­ში მო­ახ­ვედ­რეს, ოღონდ არ იფიქ­როთ, რომ შვი­ლებს მარ­ტო და­ბა­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჰპა­რავ­დნენ - ამ სქე­მის მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი გამ­ხდა­რი­ყო! უფრო მე­ტიც, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­საც ჰპა­რავ­დნენ უმ­წეო ჩვი­ლებს. ერთ სა­ნი­ტარს ვე­სა­უბ­რეთ, რო­მელ­მაც გვი­თხრა, ჩემს დე­ი­დაშ­ვილს მოჰ­პა­რეს ბავ­შვი, მაგ­რამ ხმა ვერ ამო­ვი­ღე, რად­გან ამ სქე­მა­ში მეც ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლიო. იხილეთ სრულად