როგორია ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა - რას ამბობს ექიმი? - კვირის პალიტრა

როგორია ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა - რას ამბობს ექიმი?

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ ბავშვს ბინაზე სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

როგორც მან აღნიშნა, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ საბედნიეროდ, ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღევანდელი მისი მაჩვენებლებით აღარ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიაში ყოფნას. გარკვეული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ გაშვებას ბინაზე, ამბულატორიულად მკურნალობის გასაგრძელებლად. ამას დღეს ვგეგმავთ“, - აღნიშნავს თავით ციბაძე.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"