"გამიკვირდა...ამ თან­ხა­საც გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს გა­დავ­ცემ" - რას ამბობს დევი მეზურნიშვილი სოცქსელში წამოწყებულ კამპანიაზე? - კვირის პალიტრა

"გამიკვირდა...ამ თან­ხა­საც გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს გა­დავ­ცემ" - რას ამბობს დევი მეზურნიშვილი სოცქსელში წამოწყებულ კამპანიაზე?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა ვა­კის პარ­კის მთა­ვა­რი მე­ბა­ღის, დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბის აქტი - გა­მოქ­ვეყ­ნდა მისი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში, რო­მელ­ზეც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თან­ხებს სურ­ვი­ლი­სა­მებრ და მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად რი­ცხავ­დნენ.

რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა "ლა­ი­ვი", სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებ­დნენ, რომ წა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნათ ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­სას გა­მო­ჩე­ნი­ლი გმი­რო­ბა და მე­ბა­ღე, რო­მელ­მაც ბავ­შვე­ბი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზო­გი­ერ­თი უტაქ­ტო­დაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს ეუბ­ნე­ბა, საქ­მის კურ­სში არ იყო და მის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს წა­მო­წყე­ბა.

"მად­ლო­ბის მეტი რა მეთ­ქმის, მაგ­რამ არ იყო სა­ჭი­რო... მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თვი­თონ ქველ­მოქ­მე­დე­ბას ვე­წე­ვი, რი­თაც შე­მიძ­ლია და ალ­ბათ ამ თან­ხა­საც გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს გა­დავ­ცემ" - ამ­ბობს დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი.

"არ ვი­ყა­ვი საქ­მის კურ­სში, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ჩემს ან­გა­რიშ­ზე თან­და­თან თან­ხე­ბი რომ ირი­ცხე­ბო­და. ვერ გა­ვი­გე, ან­გა­რი­ში სა­ი­დან იცოდ­ნენ, ვინ და რო­გორ გა­ავ­რცე­ლა... მერე „ტვ პირ­ვე­ლი­დან“ და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, ეს ჩვენ გა­ვა­კე­თეთ, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, თქვენს მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბა რომ გა­მო­ე­ხა­ტა­თო. ვუ­თხა­რი, რომ არ იყო სა­ჭი­რო. ნეტა, ის გო­გო­ნა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ამით უფრო ვი­ა­მა­ყებ­დი და ეს იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის სა­ჩუ­ქა­რი-თქო. არა, არა­ფე­რია, არ იუ­ხერ­ხუ­ლოთ, ოჯახს მო­ახ­მა­რეთ, ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და ასეო. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, მაგ­რამ არ იყო სა­ჭი­რო...იხილეთ სრულად