ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკიდან გაწერეს - კვირის პალიტრა

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკიდან გაწერეს

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკიდან გაწერეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობას ბინაზე, ამბულატორიულ პირობებში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.