"დადგა დრო, უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება მიიღოს" - კვირის პალიტრა

"დადგა დრო, უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება მიიღოს"

ისრაელის დიასპორის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება უნდა მიიღოს. შესაბამისი განცხადება ნახმან შაიმ „ტვიტერზე“ გააკეთა.

მისი თქმით, ეჭვი აღარ არის, თუ სად უნდა იდგეს ისრაელი ამ „სისხლიან კონფლიქტში“.

„დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. აღარ არის ეჭვი, სად უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დადგა დრო, რომ უკრაინამ მიიღოს სამხედრო დახმარება, ისეთივე, როგორცსაც აშშ და ნატოს ქვეყნები აწვდიან”, - წერს ის „ტვიტერზე“.

Washington Post-ის ინფორმაციით, ოფიციალური თეირანი რუსეთში რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს, რომლებიც უკრაინაში, ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად არის განკუთვნილი. როგორც მედია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას უკრაინაზე განსახორციელებელი თავდასხმისთვის ფარულად დათანხმდა.

IPN