მედიის ინფორმაციით, ირანში, ევინის ციხეში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც - კვირის პალიტრა

მედიის ინფორმაციით, ირანში, ევინის ციხეში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ირანში, ევინის ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 პატიმარი დაიღუპა და 61 დაშავდა.

როგორც BBC-ი წერს, ციხიდან წყაროებმა BBC Persian-ს განუცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია.

არსებული ცნობით, ევინის ციხეში პოლიტპატიმრები და ანტისამთავრობო აქტივისტები იხდიან სასჯელს.

თეირანში გუშინ ღამით სროლის და აფეთქებების ხმა ისმოდა.

როგორც მედია წერს, ციხეში ხანძარი ირანში რამდენიმე კვირის ანტისამთავრობო პროტესტს მოჰყვა. საპროტესტო აქციებში ასობით მონაწილე სწორედ ევინის ციხეში გადაიყვანეს. უკავშირდება თუ არა ციხეში არსებული ვითარება აქციებს, უცნობია.

საპროტესტო აქციები ირანში პირველად გასულ თვეში დაიწყო, მას შემდეგ, რაც პოლიციამ 22 წლის გოგონა, მასა ამინი მოკლა.

IPN