"სარდაფებში გვძინავს, თაგვებთან და მორიელებთან ერთად... იქ ჩვენს უფლებებს არავინ იცავს... შინ ჩაის პლანტაცია მაქვს და მე თურქეთში მიწევს ჩაის კრეფა" - კვირის პალიტრა

"სარდაფებში გვძინავს, თაგვებთან და მორიელებთან ერთად... იქ ჩვენს უფლებებს არავინ იცავს... შინ ჩაის პლანტაცია მაქვს და მე თურქეთში მიწევს ჩაის კრეფა"

გულად მსხალაძე ხელვაჩაურის რაიონის მკვიდრია. ეზოში ჩაის პლანტაცია აქვს გაშენებული, თუმცა მის დამუშავებას ვერ ახერხებს და ამის სანაცვლოდ თურქეთში ჩაის პლანტაციებში სეზონურ სამუშაოებს ასრულებს. უკვე წლებია საკარმიდამო ნაკვეთის მფლობელობაში გადაცემას ითხოვს, რათა ჩაის მოკრეფა და დამუშავება შეძლოს. ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა ბატონ გულადს სურს საკუთარი მეურნეობა ჰქონდეს, საკუთარი შროომით არჩინოს ოჯახი და სახელმწოს დახმარებაზე არ იყოს დამოკიდებული.

- ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ მახოში ვცხოვრობ. ყოფილი ჯარისკაცი ვარ, შვიდი წელი ვიმსახურე. 2000 წლის მაისში აბაშიძის სპეც. დანიშნულების რაზმში დავიწყე მუშაობა, 2003 წლიდან სამშვიდობო ბატალიონში ვმსახურობდი. 2007 წელს იძულებული გამხადეს ჯარი დამეტოვებინა. ოფიცრებთან დაპირისპირება მქონდა, ფულს უკანონოდ გვართმევდნენ ჯარისკაცებს. ეს ბრძოლა ბატალიონის დაშლით დასრულდა, მაგრამ ციხეში „დალპობას“ დამპირდნენ. არ ვუშინდებოდი, მაგრამ სპეციალურად მოწყობილი უსიამოვნო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი. ბევრს არ გავაგრძელებ, ჯარში აღებული ფულის უმეტესი ნაწილი კანონისა და მშვიდობის დამცველს დოლარის სახით ჩავუთვალე, მართალ კაცს მიჭერენ, რამე მიშველე-მეთქი. დამეხმარა და გადავურჩი…ჩემი ძმის და ბიძაშვილის სახელზე სესხი გამოვიტანე და რამდენიმე საქმე წამოვიწყე, რომელიც თავიდან შემოსავალს მაძლევდა. 2008 წელს ომი დაიწყო. ველოდე შეკრებას და გამოძახებას, მაგრამ არ გამომიძახეს. თბილისში თავდაცვის სამინისტროში ჩამოვედი და გუშაგის გარდა არავინ დამხვდა. ვისაც ვუკავშირდებოდი და ვეუბნებოდი, რომ მანქანით ვარ და მოვალ სადაც მეტყვით-თქო, არ ვიცით, სად ვართო, მპასუხობდენ, არ გამოხვიდე, თბილისიდანო მირჩევდენ. განსაკუთრებული ვერაფერი გავაკეთე, რადგან გზები ჩაკეტილი იყო. ერთი თვის მერე დავბრუნდი შინ, საქმე გაფუჭებული და ბანკის ვალები გაორმაგებული დამხვდა.2008 წლიდან თურქეთში ვმუშაობ, ძირითადად ჩაიზე. ხანდახან დიდ ხეებს ფესვებიანად ვგლიჯავ, მიწას ვაფხვიერებ და ჩაის ვრგავ. იმ ჩაის წლების მანძილზე მე ვწმინდავ, მე ვკრეფ, ვაბარებ, ხშირად ვრჩები და ფაბრიკაშიც ვმუშაობ. სახლი ჩაის პლანტაციაში მაქვს, სადაც ოჯახით ვცხოვრობ, ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია. მყავს ორი გოგო და ერთი ბიჭი.თურქეთიდან რამდენიმე დღეა დავბრუნდი. წელიწადში 6 თვე გამომდის თურქეთში მუშაობა, რამდენიმე წელია, რაც ვიზის ამოწურვის შემდეგ ვჩერდები.

- როგორ პირობებში უწევთ ქართველებს თურქეთში მუშაობა? ბევრი ქართველი იყო თქვენთან ერთად დასაქმებული?

- იქ ქართველების უფლებებს არავინ არ იცავს და ყოველგვარ ზღვარგადასულ პირობებში გვიწევს მუშაობა. ვინც სოფლად რჩება და ადგილზე მუშაობს, ისე როგორც მე, გვიწევს სარდაფებში ცხოვრება. დიდი იშვიათობაა, თურქმა ოჯახში შეგიყვანოს. თაგვებთან და მორიელებთან ერთად გვიწევს ძილი. რამდენიმე კაცი ვიყავით სოფელში ქართველები, ჩვენს ჩასვლამდე თურქეთში ჩაიზე ქურთები მუშაობდენ, ჩვენ კურსი დავუგდეთ და მათ არ უღირდათ მუშაობა, თუმცა ეს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი იყო. ახლა ავღანელები ჰყავთ ჩამოყვანილი და ისეთ დაბალ ფასში მუშაობენ, ჩვენ არ გვიღირს. გააგრძელეთ კითხვა