ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი თამაში და მორიგი საგოლე გადაცემა - კვირის პალიტრა

ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი თამაში და მორიგი საგოლე გადაცემა

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ "ნა­პო­ლის" რი­გებ­ში მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. ნე­ა­პო­ლუ­რი გუნ­დი დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე "ბო­ლო­ნი­ას" და­უ­პი­რის­პირ­და და ან­გა­რი­შით 3-2 და­ა­მარ­ცხა.

და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის მო­გე­ბა­ში კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა. "ნა­პო­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­დან გო­ლე­ბი ჟე­ზუს­მა, ლო­ზა­ნომ და ოსი­მენ­მა გა­ი­ტა­ნეს. ლო­ზა­ნოს გოლ­ში უდი­დე­სი წვლი­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ამ შე­ი­ტა­ნა, რად­გა­ნაც ის სწო­რედ ხვი­ჩას აქ­ტი­უ­რო­ბას მოჰ­ყვა.

ხოლო მე­სა­მე გოლი "კვა­რას" სა­გო­ლე გა­და­ცე­მის შე­დე­გად გა­ვი­და. მისი სა­გო­ლე პასი ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა გა­მო­ი­ყე­ნა და თა­ვის გუნდს უპი­რა­ტე­სო­ბა მო­უ­ტა­ნა.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის ეს "სე­რია ა"- ში მე­ო­თხე სა­გო­ლე გა­და­ცე­მაა.

ნა­ხეთ ვი­დეო: