ჯოლი პიტს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

ჯოლი პიტს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს

"ურთიერთობას ცოლიან კაცთან, როდესაც მამაჩემიც ღალატობდა დედაჩემს, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი. მე ვერასდროს შევხედავ იმ მამაკაცს, რომელიც ცოლს ღალა­ტობს", - განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ ერთ-ერთ ინტერვიუში 2005 წლის ივნისში. სწორედ ამ წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "მისტერ და მისის სმიტები", სადაც მთავარ როლებს ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი თამაშობენ. მაშინ პიტის ცოლი ჯენიფერ­ ენისტონი იყო, თუმცა 2005 წლის 2 ოქტომბერს, 4-წლიანი თანაც­ხოვრების შემდეგ, ისინი განქორწინდნენ. "სხვა ქალი" - ასე იხსენიებდნენ მედიაში­ ჯოლის, რომელიც ბრედის განქორწინებიდან ძალიან მალე მისი ოფიციალური შეყვარებული გახდა. 2005 წლის აპრილში პაპარაცების გადაღებული ფოტო - პიტი, ჯოლი და მისი შვილი მედოქსი 500.000 დოლარად გაიყიდა. ჭორი ფოტოებმა დაადასტურა. ბრედის განქორწინების შემდეგ კი მათი ოჯახური იდილია და მარადიული სიყვარული საზოგადოებამ ირწმუნა. როგორ განვითარდა ჯოლი-პიტის წყვილთან დაკავშირებული მოვლენები და რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ჯერ უცნობია, თუმცა საერთაშორისო მედიის ინტერესი ჰოლივუდის ცნობილი მსახიობებისადმი არ ნელდება.

10 მილიონი ფოტოს სანაცვლოდ

ანჯელინა ჯოლიმ პირველი შვილის - მედოქსის შემდეგ, 2005 წელს, ეთიოპიაში მეორე ბავშვი იშვილა. მას თან ბრედ პიტი ახლდა. მოგვიანებით ანჯელინამ თქვა, რომ ბავშვის შვილად აყვანა მისი და პიტის­ ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. 2006 წლის 19 იანვარს მოსამართლემ ნება დართო­ პიტს ბავშვები შვილად აეყვანა, ბავშვების გვარი კი შეიცვალა ჯოლი-პიტად. 2006 წლის 27 მაისს ჯოლიმ გოგონა - შაილო ნუველ ჯოლი-პიტი გააჩინა.­ ცნობილია, რომ ჯოლის იმდენად არ უნდოდა ბავშვი პაპარაცების სამი­ზნე ყოფილიყო,­ რომ ჟურნალ „Pეოპლე“-ს 4 მილიონ დოლარად­ თავად მიჰყიდა ბავშვის ფოტოები, ხოლო ჟურნალ „Hელლო“-ს - 3,5 მილიონ დოლარად... 2007 წლის 15 მარტს ჯოლიმ შვილად აიყ­ვანა მესამე ბავშვი - ვიეტნამელი ბიჭი, ერთი წლის შემდეგ კი მედიაში გავრცელდა ჭორი, რომ ჯოლი კვლავ ორსულად იყო. 2008 წლის 12 ივლისს ჯოლიმ­ გააჩინა ტყუპი - ბიჭი და გოგო, სახელად ნოქს ლეონ ჯოლი-პიტი და ვივიენ მარჩელინ ჯოლი-პიტი. ნოქსი პიტის ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს ბავშვს, ხოლო ვივიენი ჯოლის დედის. 2015 წელს წყვილმა კიდევ ერთი ბიჭი, 2 წლის მუსა იშვილა. ის წარმოშობით სირიელია და თურქეთში, დევნილთა ბანაკში დაიბადა.

30102022-1134-1667115382.06_REC.png

კიბოს პრევენცია

ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახის იდილია გრძელდებოდა და ამას ამტკიცებდა ბრედის თანადგომა ჯოლისთვის მნიშვნელოვან მომენტებში. მედიაში ცნობილია ანჯელინა ჯოლი თავისი პრევენციული ზომებით კიბოს წინააღმდეგ. 2007 წელს ჯოლის დედა გარდაიცვალა მკერდისა და საკვერცხეების სიმსივნის დიაგნოზით, მანამდე კი ბებია და დეიდა იმავე დიაგნოზით.­ სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ჯოლის რადიკალური ზომები კიბოს თავიდან ასაცილებლად. 2013 წელს მან ჩაიტარა ორმხრივი პრევენციული მასტექტომია (მკერდის ოპერაციის გზით მოშორება მკერდის კიბოს პრევენციის მიზნით). როგორც გაირკვა, ანჯელინა მუტაციური BღჩA1 გენის მატარებელია, რაც მკერდის სიმსივნის 87%-იანი, ხოლო საკვერცხის კიბოს განვითარების 50%-იანი რისკით ხასიათდება. მედიაში გავრცელდა ჯოლის მიმართვა ქალებისადმი, სადაც მან დეტალურად განმა­რტა, თუ რატომ გადაწყვიტა მიემართა ქირურგიული ჩარევისთვის: "მინდოდა სხვა ქალებსაც სცოდნოდათ რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც არსებობს. დაგპირდით, რომ მომავალშიც მოგაწვდიდით სასარგებლო ინფორმაციას, მათ შორის პრევენციული ქირურგიული ოპერაციის შესახებაც, რომლის შედეგადაც ორივე საკვერცხე და ფალოპის მილები (საშვილოსნოსთან დაკავშირებული მილები) ამოვიღე... ოპერაციის ჩატარებას ასე სწრაფად არ ვგეგმავდი, ეს ნაკლებად რთული ოპერაციაა მასტექტომიასთან შედარებით, მაგრამ ოპერაციით გამოწვეული შედეგები ბევრად მძიმეა. ის იწვევს მენოპაუზას, ამიტომ თავს ფიზიკურადაც და ემოციურადაც ვამზადებდი, განვიხილავდი სხვადასხვა შესაძლებლობას, ვიკვლევდი ალტერნატიულ მედიცინას, ჰორმონულ მკურნალობას, მაგრამ ჯერ კიდევ მქონდა თვეები ოპერაციის დაგეგმვამდე. 2 კვირის წინ ჩემმა ექიმმა დამირეკა და სისხლის ანალიზის შედეგები გამაცნო. მითხრა, რამდენიმე ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ერთად აღებული შესაძლოა კიბოს საწყისი სტადიის ნიშანი იყოსო... ექიმს სურდა სასწრაფოდ მენახა ქირურგი, რომელიც ორივე საკვერცხეს შემიმოწმებდა. იმ მომენტში ვიგრძენი ყველაფერი, რაც ჩემი წარმოდგენით ათასობით ქალმა იგრძნო და განიცადა. მაშინვე ჩემს ქმარს დავურეკე, საკუთარ თავს კი ვუთხარი, დავმშვიდებულიყავი და დამერწმუნებინა თავი, რომ არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ვერ ვნახავდი, როგორ გაიზრდებოდნენ ჩემი შვილები, და ვერ ვიცოცხლებდი იმდენ ხანს, რომ ჩემი შვილიშვილები გამეცნო... ასეთი მომენტების კარგი მხარე ის არის, რომ ცხოვრებაში მეტი სიცხადე შემოაქვს, ხვდები, რისთვის ცხოვრობ, რა არის მნიშვნელოვანი და ეს გამშვიდებს".

joli2-1665946980.jpg

11-წლიანი ოჯახური იდილია

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობა ძალიან ჰგავს ფილმს, რომლის გადაღებაზეც ერთმანეთი გაიცნეს. 8 წლის შემდეგ, 2014 წელს, წყვილმა იქორწინა. ფილმი „Bყ ტჰე შეა“ კი, რომელიც ეკრანებზე­ 2015 წელს გამოვიდა, ძალიან ჰგავს ჯოლი პიტის ოჯახური იდილიის დასასრულის სცენარს - ფილმი წყვილზეა, რომელიც ქორწინების გადარჩენის მიზნით საფრანგეთში დასასვენებლად მიემგზავრება. სცენარის ავტორი და რეჟისორი თავად ანჯელინა ჯოლია, მთავარ როლებს თავად ჯოლი და პიტი თამაშობენ. არავინ იცის, ეს ფილმი როგორც წინასწარმეტყველება ახდა მათ ცხოვრებაში, თუ ჯოლიმ ამით სცადა ქორწინების გადარჩენა. მათი სიყვარულის ისტორია 2016 წელს დაშორებით დასრულდა, ოფიციალურად განქორწინების პროცესი კი 2019 წელს. ინტერნეტი აჭრელებულია მათი 6 შვილის ფოტოებით, 11-წლიანი თანაცხოვრების ლაღი და ბედნიერი ოჯახური კადრებით, თუმცა განქორწინების შემდეგ ძალიან ბევრი დეტალი გახმაურდა, რასაც წყვილის გულშემატკივრების იმედგაცრუება მოჰყვა.

განქორწინების შემდეგ ჯოლის მთავარი­ მიზანი შვილებზე სრული მეურვეობის მოპოვება იყო, თუმცა კალიფორნიის სასამართლომ ჩათვალა, რომ მამის მონაწილეობა მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდაში აუცილებელია. განაჩენით უკმაყოფილო ჯოლი თვლიდა, რომ უპირველესად ბავშვების ინტერესები უნდა გათვალისწინებულიყო. "კალიფორნიაში 14 წელს ზემოთ ბავშვს აქვს უფლება სასამართლოს ჩვენება მისცეს... ოჯახში ძალადობის ისტორიის მქონე პირისათვის ბავშვზე მეურვეობის მინიჭების უფლება საზიანოა", - განაცხადა ჯოლიმ მედიასთან. მაშინ არავინ იცოდა, რას გულისხმობდა ჯოლი. მოგვიანებით ანჯელინამ ყოფილ მეუღლეს უჩივლა, რადგან პიტი ფინანსურად არ ეხმარ­ებოდა ჯოლის და 6 შვილს. ცნობილია, რომ პიტმა დააკმაყოფილა ანჯელინას მოთხოვნა, ხოლო დავიდან 5 წლის შემდეგ, 2021 წელს, წყვილმა ბავშვებზე თანაბარი მეურვეობა მოიპოვა.

რა მოხდა თვითმფრინავში

რამდენიმე კვირის წინ ტელე- თუ ბეჭდური მედია ბრედ პიტის ოჯახურ ძალადობაში ბრალდების ამბით აჭრელდა - ანჯელინა ჯოლი ყოფილ მეუღლეს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს და იხსენებს 2016 წლის სექტემბრის ინციდენტს, როდესაც პიტმა ერთ-ერთი შვილის დახრჩობა სცადა, მეორეს ხელი გაარტყა, თავად ჯოლის კი ხელი ჰკრა და კედელს მიანარცხა. ინციდენტი წყვილის პირად თვითმფრინავში მოხდა. ისინი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან კალიფორნიაში მიფრინავდნენ. ჯოლის ადვოკატი ირწმუნება, რომ ჩხუბი მაშინ დაიწყო, როცა პიტმა მეუღლე ბავშვებთან მეტისმეტ ლოიალურობაში დაადანაშაულა. ცოლ-ქმარი თვითმფრინავის ტუალეტში შეკამათდა, მოგვიანებით კი ჩხუბი ბავშვების თანდასწრებით გაგრძელდა. როგორც ჯოლი აღწერს, კამათის დროს ბავშვებმა დედის მხარე დაიჭირეს და ამან პიტი გააცეცხლა. საქმეში მითითებულია, რომ პიტს ლუდი და წითელი ღვინო ჰქონდა დალეული. ცნობილია, რომ შემთხვევას გამოძიების ფედერალური ბიურო შეისწავლის. ახალი დავა, რომელიც 2016 წლის თვითმფრინავის ინციდენტს შეეხება, ჯოლის საპასუხო სარჩელია. ანჯელინას პიტმა თებერვალში საფრანგეთში მდებარე საერთო ვენახის ნაკვეთის გაყიდვის გამო უჩივლა. 17 საუკუნის დროინდელი შატო წყვილმა 2008 წელს, 60 მილიონ დოლარად შეიძინა და 6 წელიწადში იქ ქორწილი გადაიხადა. 2021 წელს არავინ იცოდა, რას გულისხმობდა ჯოლი, როდესაც მოსამართლეს ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებულ განაჩენზე შეედავა. ამის შესახებ სულ ახლახან გახდა ცნობილი, როდესაც ჯოლიმ თვითმფრინავის ინციდენტი გაასაჯაროვა. ბავშების მეურვეობაზე დავა წყვილს შორის არ განახლებულა, თუმცა ვენახებისთვის ცოლ-ქმარი ისევ იბრძვის. მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჯოლისა და პიტს უფლება არა აქვთ წილი ერთმანეთთან შეუთანხმებლად გაყიდონ ან გაასხვისონ. 2022 წლის დამდეგს ბრედმა ანჯელინას ბრალი დასდო, რომ მასთან შეუთანხმებლად ანჯელინამ წილი მიჰყიდა რუს მილიარდერ იური შეფლერს. საპასუხოდ ჯოლიმ უჩივლა ყოფილ მეუღლეს, რომ ის ცდილობს მოიპოვოს სრული კონტროლი ვენახებსა და ღვინის ბიზნესზე. ოჯახური ძალადობის ბრალდების გარდა, ჯოლი თვლის, რომ პიტს კომპანიის აქტივების მითვისებასა­ და აქტივების პირად ანგარიშებზე ფარულად გადატანის გეგმის შემუშავებაშიც უნდა დაედოს ბრალი. თუ ბრედ პიტი საქმეს წააგებს, მან ყოფილ ცოლს 250 მილიონი უნდა გადაუხადოს ზარალის ასანაზღაურებლად.