თეთრი სამაჯური, უსასრულობის ნიშანი და მარიტა.... - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის გოგონას ხსოვნას პატივი მიაგო - კვირის პალიტრა

თეთრი სამაჯური, უსასრულობის ნიშანი და მარიტა.... - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის გოგონას ხსოვნას პატივი მიაგო

სე­რია A-ს მე-10 ტურ­ში "ნა­პო­ლიმ“ სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე "ბო­ლო­ნია“ 3:2 და­ა­მარ­ცხა. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ "ნა­პო­ლის" რი­გებ­ში მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა.

და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის მო­გე­ბა­ში მან გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა. "ნა­პო­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­დან გო­ლე­ბი ჟე­ზუს­მა, ლო­ზა­ნომ და ოსი­მენ­მა გა­ი­ტა­ნეს. ლო­ზა­ნოს გოლ­ში უდი­დე­სი წვლი­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ამ შე­ი­ტა­ნა, რად­გა­ნაც ის სწო­რედ ხვი­ჩას აქ­ტი­უ­რო­ბას მოჰ­ყვა.

ხოლო "ნა­პო­ლის" მე­სა­მე გოლი "კვა­რას" სა­გო­ლე გა­და­ცე­მის შე­დე­გად გა­ვი­და. მისი სა­გო­ლე პასი ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა გა­მო­ი­ყე­ნა და თა­ვის გუნდს უპი­რა­ტე­სო­ბა მო­უ­ტა­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერთი დე­ტა­ლი თა­მა­ში­დან - კვა­რა­ცხე­ლი­ამ თა­ვი­სი თა­მა­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პულ 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვილს მი­უ­ძღვნა.

ფეხ­ბურ­თელს ხელ­ზე თეთ­რი სა­მა­ჯუ­რი ეკე­თა. ზედ კი უსას­რუ­ლო­ბის ნი­შა­ნი იყო და მა­რი­ტა ეწე­რა. ფოტო პო­პუ­ლა­რულ ქარ­თულ ბლოგ­ზე, Geo Team-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ambebi.ge