"ეს დღე შენთვის იყო, პატარა ქართველო გმირო" - ხვიჩა კვარაცხელია წარმატებული მატჩის შემდეგ "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ეს დღე შენთვის იყო, პატარა ქართველო გმირო" - ხვიჩა კვარაცხელია წარმატებული მატჩის შემდეგ "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს

"ნა­პო­ლის" რი­გებ­ში ფეხ­ბურ­თის ქარ­თველ­მა ვარ­სკვლავ­მა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. "ნა­პო­ლიმ" შინ "ბო­ლო­ნია" მი­ი­ღო და ან­გა­რი­შით 3-2 და­ა­მარ­ცხა.

მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ხვი­ჩას ვა­კის პარკში, დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად თეთ­რი სა­მა­ჯუ­რი ეკე­თა. სა­მა­ჯურ­ზე უსას­რუ­ლო­ბის ნი­შა­ნი იყო და მა­რი­ტა ეწე­რა.

მატ­ჩის შემ­დეგ "კვა­რამ" ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

"ეს დღე შენ­თვის იყო, პა­ტა­რა ქარ­თვე­ლო გმი­რო."

და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის მო­გე­ბა­ში კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა. "ნა­პო­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­დან გო­ლე­ბი ჟე­ზუს­მა, ლო­ზა­ნომ და ოსი­მენ­მა გა­ი­ტა­ნეს. ლო­ზა­ნოს გოლ­ში უდი­დე­სი წვლი­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ამ შე­ი­ტა­ნა, რად­გა­ნაც ის სწო­რედ ხვი­ჩას აქ­ტი­უ­რო­ბას მოჰ­ყვა.

ხოლო "ნა­პო­ლის" მე­სა­მე გოლი "კვა­რას" სა­გო­ლე გა­და­ცე­მის შე­დე­გად გა­ვი­და. მისი სა­გო­ლე პასი ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა გა­მო­ი­ყე­ნა და თა­ვის გუნდს უპი­რა­ტე­სო­ბა მო­უ­ტა­ნა. "კვა­რა" მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­სა­ხელ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლილ მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვილს - 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში ბავ­შვე­ბი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მა­რი­ტა შად­რე­ვან­ში თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ჩა­ვი­და.

მა­რი­ტას გარ­და, და­შა­ვე­ბუ­ლი იყო ორი ბავ­შვი, რო­მელ­თა გა­დარ­ჩე­ნაც მო­ხერ­ხდა და ისი­ნი უკვე კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს.

ambebi.ge