კალაძის, ინჯიას და სხვათა ძვირადღირებული მანქანები - ქართველი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი ავტოპარკი - კვირის პალიტრა

კალაძის, ინჯიას და სხვათა ძვირადღირებული მანქანები - ქართველი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი ავტოპარკი

უკვე წლე­ბია, რაც დე­და­ქა­ლაქ­ში მუდ­მი­ვი სა­ცო­ბე­ბია... პი­კის სა­ა­თის დროს გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­სპორ­ტით. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია სა­ცო­ბე­ბის ძი­რი­თად პრობ­ლე­მად მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სიმ­რავ­ლეს ასა­ხე­ლებს და მო­სახ­ლე­ო­ბას მან­ქა­ნე­ბი­დან-სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე გა­დაჯ­დო­მის­კენ მო­უ­წო­დებს. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერ­თია იმ ქვეყ­ნებს შო­რის, სა­დაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პი­ა­რის გა­მოც კი არ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით. უფრო მე­ტიც, მათ კო­ლექ­ცი­ებ­ში არა­ერ­თი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნაა... მო­დით, შე­ვი­ხე­დოთ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ავ­ტო­პარკში. მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას მათ მიერ შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ით ვი­სარ­გებ­ლეთ...

მან­ქა­ნე­ბის შთამ­ბეჭ­დავ კო­ლექ­ცი­ას ფლობს თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე. მისი სა­კუთ­რე­ბაა 2017 წელს 40 ათას დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი "მერ­სე­დეს ბენც ვი­ა­ნო“, 2017 წელს 40 ათას ევ­როდ შე­ძე­ნი­ლი "მინი კუ­პე­რი". ხოლო მის­მა მე­უღ­ლემ 2017 წელს 70 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა "ტო­ი­ო­ტა ლანდ კრუ­ი­ზერ 200“. გარ­და ამი­სა, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის სა­კუთ­რე­ბაა 50 ათას ევ­როდ შე­ძე­ნი­ლი "ფი­ა­ტი“ და 20 000 ევ­როდ ნა­ყი­დი "ჰარ­ლი დე­ვიდსონ ბო­ბე­რი“.

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­პარკში მხო­ლოდ ერთი მან­ქა­ნა დგას Mercedes benz 2015, რო­მელ­შიც 72 000 ევრო გა­და­ი­ხა­და.

ბექა ოდი­შა­რი­ას ორი მან­ქა­ნა ჰყავს. TOYOTA LANDCRUIZER LC 200 2018, რო­მე­ლიც 33 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და RANGE ROVER EVOQUE 2020, რო­მელ­შიც 30 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

დე­პუ­ტატ­მა ნინო წი­ლო­სან­მა Toyota 200-ში 50 000 ლარი გა­და­ი­ხა­და.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ჰყავს. Lexus LX 570-ში 48 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და, ხოლო 2020 წელს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Jaguar XK140 აჩუ­ქეს. გააგრძელეთ კითხვა