"ეს არ იყო გმი­რო­ბა, რაც შევ­ძე­ლი გა­ვა­კე­თე, მეტი არა­ფე­რი. სამი შვი­ლის მამა ვარ..." - დევი მეზურნიშვილს კახა კალაძე შეხვდა - კვირის პალიტრა

"ეს არ იყო გმი­რო­ბა, რაც შევ­ძე­ლი გა­ვა­კე­თე, მეტი არა­ფე­რი. სამი შვი­ლის მამა ვარ..." - დევი მეზურნიშვილს კახა კალაძე შეხვდა

ვა­კის პარ­კის მე­ბა­ღის, დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის. ის გმი­რია, რო­მელ­მაც ვა­კის პარკში ორი მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. მან ამო­იყ­ვა­ნა შად­რევ­ნი­დან 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლიც. გო­გო­ნას გა­მოყ­ვა­ნას ცდი­ლობ­და მა­შინ, როცა დენი არ­ტყამ­და და წყალ­ში შეს­ვლა სი­ცო­ცხლის გა­რის­კვას ნიშ­ნავ­და. მო­ზარ­დი გა­მო­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

მე­ზურ­ნიშ­ვილს თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ველ ფო­ტო­სა და მე­ბა­ღის სი­ტყვებს თბი­ლი­სის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­ნა­ნა თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს:დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი: ეს არ იყო გმი­რო­ბა, რაც შევ­ძე­ლი გა­ვა­კე­თე, მეტი არა­ფე­რი. სამი შვი­ლის მამა ვარ და იმ წუ­თებ­ში მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვფიქ­რობ­დი. ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი გო­გო­ნაც რომ ცო­ცხა­ლი იყოს. ამ დღის გახ­სე­ნე­ბა­ზე სულ ვტი­რი.