"სწო­რი ნა­ბი­ჯი მის­გან გა­დად­გო­მაა, თუ არა - მა­შინ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გვი­თხრას, რა­შია საქ­მე და ვისი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა" - კვირის პალიტრა

"სწო­რი ნა­ბი­ჯი მის­გან გა­დად­გო­მაა, თუ არა - მა­შინ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გვი­თხრას, რა­შია საქ­მე და ვისი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა"

არა­ვინ სა­უბ­რობს, რომ კა­ლა­ძემ სა­დე­ნი არას­წო­რად შე­ა­ერ­თა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მისი მე­რო­ბის დროს მოხ­და ასე­თი ტრა­გე­დია - სწო­რი ნა­ბი­ჯი მის­გან გა­დად­გო­მაა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ლე­ლოს" დე­პუ­ტატ­მა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, როცა გახ­სნი­ლი სკვე­რე­ბით და და­გე­ბუ­ლი გზე­ბით კრე­დიტს თა­ვად იწე­რენ, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღონ შე­სა­ბა­მის­მა პი­რებ­მა.

"ვა­კის პარ­კის ტრა­გე­დია არის ერთი ადა­მი­ა­ნის, ერთი ოჯა­ხის, ერთი ქა­ლა­ქის, ერთი ქვეყ­ნის და მთე­ლი ერის, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი უნდა ვიძ­ლე­ო­დეთ მა­გა­ლითს, თუ ხვალ რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ. არა­ვინ სა­უბ­რობს, რომ კა­ლა­ძემ სა­დე­ნი არას­წო­რად შე­ა­ერ­თა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მისი მე­რო­ბის დროს მოხ­და ასე­თი რამ, თან იმ ფონ­ზე, რომ ეს მოხ­და გახ­სნი­დან მე­ო­რე დღეს. რა­ღაც რომ გვი­ხა­რია და რომ გვგო­ნია, რე­ი­ტინგზე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს, მა­შინ არ უნდა ვი­ყოთ მხო­ლოდ თა­მა­მი. არაა ასე საქ­მე, რომ კა­ლა­ძე, უგუ­ლა­ვა ან სხვე­ბი თა­ვის ჯი­ბი­დან იღებ­დნენ სახ­სრებს, როცა სკვე­რებს და გზებს აკე­თე­ბენ. როცა გზებს აგე­ბენ და სკვე­რებს აკე­თე­ბენ და მათ გახ­სნა­ზე ბო­ლომ­დე თა­ვად იწე­რენ კრე­დიტს, რომ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა და თით­ქოს ჩვე­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბი­დან არ კეთ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში უნდა აი­ღონ ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ამ ვი­თა­რე­ბა­ში, როცა ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით სარ­წმუ­ნო, სწო­რი ნა­ბი­ჯი მის­გან გა­დად­გო­მაა, თუ არა - მა­შინ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გვი­თხრას, რა­შია საქ­მე და ვისი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. შე­საძ­ლოა, ვინ­მე სხვი­სია, მა­შინ ეს გვი­თხრას“, - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.