არიან თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანილი მოთხრობის პროტოტიპები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი - როდის დაიწერა და ვინ არის მისი ავტორი? - კვირის პალიტრა

არიან თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანილი მოთხრობის პროტოტიპები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი - როდის დაიწერა და ვინ არის მისი ავტორი?

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბა მე-2 კლა­სის სას­კო­ლო სა­ხელმზღვა­ნე­ლო­ში შე­ტა­ნი­ლი მო­თხრო­ბის ფოტო, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბიც ბი­ძი­ნა და ირაკ­ლი არი­ან. ქუ­ჩა­ში მი­მა­ვა­ლი ბი­ჭე­ბი ფულს იპოვ­ნი­ან, ირაკ­ლი გა­და­წყვეტს, რომ ამ ფუ­ლით მა­ღა­ზი­ა­ში შო­კო­ლა­დე­ბი იყი­დონ, მაგ­რამ კე­თი­ლი ბი­ძი­ნა ნა­პოვნ 10 ლა­რი­ანს პატ­რონს და­უბ­რუ­ნებს. ამ მო­თხრო­ბის სას­კო­ლო პროგ­რა­მა­ში შე­ტა­ნის გამო, არა­ერ­თხელ გა­აკ­რი­ტი­კეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო, რად­გან მთა­ვა­რი გმი­რე­ბი, ყო­ფილ და ახ­ლან­დელ პრე­მი­ე­რე­ბის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ტო­ტი­პე­ბად მი­იჩ­ნი­ეს...

სა­ბავ­შვო მწე­რა­ლი ირმა მა­ლა­ცი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მო­თხრო­ბის ავ­ტო­რი 2014 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მო­თხრო­ბა "ბი­ძი­ნა“ გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წე­რა...

ირმა მა­ლა­ცი­ძე:

"ასე­თი ტრა­დი­ცია დამ­კვიდ­რდა "სა­ფე­ის­ბუ­ქეთ­ში" - ყო­ველ წელს ერთი სა­ბავ­შვო მწე­რა­ლი უნდა ატა­რონ კე­დელ-კე­დელ და ლან­ძღონ. ამ­ჯე­რად ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ქეთო ჭი­ლაშ­ვი­ლის, დე­ი­და ქე­თოს მო­თხრო­ბას და­ა­ტა­რე­ბენ და მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბის სა­ხე­ლე­ბის გამო, რას აღარ წე­რენ. მის შვი­ლებს მოვ­ნიშ­ნავ, იქ­ნებ მათი მა­ინც და­ი­ჯე­რონ, რომ ეს მო­თხრო­ბა დე­ი­და ქე­თოს სა­ვა­რა­უ­დოდ 70-ია­ნებ­ში ან უფრო ადრე აქვს და­წე­რი­ლი. ისე­დაც, 2014 ში გარ­და­იც­ვა­ლა და იმ კონ­ტექ­სტში, რო­მელ­შიც ეს ხალ­ხი კი­თხუ­ლობს ამ პა­ტა­რა, უწყი­ნარ მო­თხრო­ბას, ვე­რაფ­რით და­წერ­და. ერ­თა­დერ­თი სი­კე­თე ამ მო­ა­რულ ამ­ბებ­ში ისაა ხოლ­მე, რომ უნ­დათ თუ არ უნ­დათ, ყურ­მოკ­ვრით მა­ინც გა­ი­გე­ბენ ერთი მწერ­ლის სა­ხელს და გვარს. ვინ­მე მა­ინც გა­მოჩ­ნდე­ბა იმ პოს­ტის ქვეშ, ვინც და­უ­წერს ამას. მარ­თლა რა ეშ­ვე­ლე­ბა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს".

მა­ლა­ცი­ძე კო­მენ­ტა­რებ­ში წერს, რომ მას პი­რა­დად მი­წე­რა მწერ­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მო­თხრო­ბა პირ­ვე­ლად 1954 წელს, ჟურ­ნალ "დი­ლა­ში“ გა­მო­აქ­ვეყ­ნდა.

"ქე­თე­ვან ჭი­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა მომ­წე­რა პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში და მთხო­ვა, რომ გა­მევ­რცე­ლე­ბი­ნა. უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ ამ ტექტს: "ეს მო­თხრო­ბა "გულ­კე­თი­ლი ბი­ჭუ­ნა" მწე­რალ­მა 1954 წელს და­ბეჭ­და ჟურ­ნალ "დი­ლა­ში" და იმ­დე­ნად სა­მა­გა­ლი­თოდ ჩათ­ვა­ლეს ბი­ჭუ­ნას საქ­ცი­ე­ლი რომ "დედა ენა­შიც" შე­ი­ტა­ნეს".

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ მოთხრობა ლინკზე - ambebi.ge