"ბევრი რიგითი ქართველი დაზარალდა ადეიშვილის დროს და მისი რეაბილიტაცია შოკია" - რას წერს ჰელსინკის კომისიის მრჩეველი - კვირის პალიტრა

"ბევრი რიგითი ქართველი დაზარალდა ადეიშვილის დროს და მისი რეაბილიტაცია შოკია" - რას წერს ჰელსინკის კომისიის მრჩეველი

უკრაინა-საქართველოს განხეთქილებას უფრო ღრმა, არა გეოპოლიტიკური ქვეტექსტი აქვს. ბევრი რიგითი ქართველი დაზარალდა ზურაბ ადეიშვილის დროს და მისი რეაბილიტაცია შოკია, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე „ტვიტერში“ წერს, რითაც უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინისა და გენერალური პროკურორის მრჩევლის, ზურაბ ადეიშვილის ევროპის საბჭოში ვიზიტს ეხმიანება.

„თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში. მის თანამდებობაზე ყოფნის დროს უამრავი დარღვევა მოხდა, რამაც 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" განდევნა გამოიწვია, მაგრამ ადეიშვილი წლების განმავლობაში უნგრეთში იმალებოდა ვიქტორ ორბანის კალთის ქვეშ. უკრაინა-საქართველოს განხეთქილებას უფრო ღრმა, არა გეოპოლიტიკური ქვეტექსტი აქვს. ბევრი რიგითი ქართველი დაზარალდა ადეიშვილის დროს და მისი რეაბილიტაცია შოკია“, - წერს მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე.

ცნობისათვის, უკრაინის დელეგაცია, გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინისა და გენერალური პროკურორის მრჩევლის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით, ევროპის საბჭოს სტუმრობდა, სადაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, დუნია მიატოვიჩთან შეხვედრაზე ის ერთობლივი ქმედებები განიხილეს, რომლებიც საჭირო აგრესორის დაუსჯელობის დასასრულებლად.

IPN