ვაკის პარკის ტრაგედიას გადარჩენილ ბიჭუნას კახა კალაძე ესტუმრა (ფოტოები) - კვირის პალიტრა

ვაკის პარკის ტრაგედიას გადარჩენილ ბიჭუნას კახა კალაძე ესტუმრა (ფოტოები)

ვა­კის პარ­კის ტრა­გე­დი­ას გა­დარ­ჩე­ნილ ერთ-ერთ ბავ­შვს, ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძეს თბი­ლი­სის მერი კახი კა­ლა­ძე ეს­ტუმ­რა და სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცა..

ბი­ჭუ­ნას კა­ლა­ძემ ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რი და ბურ­თი აჩუ­ქა. ფო­ტო­ებს ლა­ზა­რე "ფე­ის­ბუქ­ზე" თვი­თონ­ვე აქ­ვეყ­ნებს.

ცნო­ბის­თვის, 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში ბავ­შვე­ბი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მა­რი­ტა შად­რე­ვან­ში თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ჩა­ვი­და.

მა­რი­ტას გარ­და, და­შა­ვე­ბუ­ლი იყო ორი ბავ­შვი, რო­მელ­თა გა­დარ­ჩე­ნაც მო­ხერ­ხდა და ისი­ნი უკვე კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს.

იხილეთ ფოტოები - ambebi.ge