“დაკავება შეთანხმებით” ანუ მღელვარება რომ გადაივლის, ნელ-ნელა “ქვეშიდან გამოაძვრენ” - როგორ ეხმაურება ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დაკავებული პირების საქმეს გია ხუხაშვილი? - კვირის პალიტრა

“დაკავება შეთანხმებით” ანუ მღელვარება რომ გადაივლის, ნელ-ნელა “ქვეშიდან გამოაძვრენ” - როგორ ეხმაურება ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დაკავებული პირების საქმეს გია ხუხაშვილი?

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავების ამბავს "ფეისბუქზე" ეხმაურება:

"ქართულ “სამართალში” არსებობს ასეთი ცნება - “დაკავება შეთანხმებით”. ანუ, შეთანხმებით იჭერ ვიღაცას იმ პირობით, რომ მღელვარება რომ გადაივლის, ნელ-ნელა “ქვეშიდან გამოაძვრენ” და ამას აკეთებ მთავარი პასუხისმგებელი პირის გადასარჩენად, როგორც ეს გირგვლიანის მკვლელების მიმართ განხორციელდა, ორგანიზატორის და დამკვეთის დასაფარად.ამიტომ, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება…მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა, რადგან დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე. სისტემაზე კი მთლიანობაში ცალსახად მერია პასუხისმგებელი და უკვე არა მარტო პოლიტიკურად. იკვეთება “სამსახურებრივი გულგრილობის” კვალიფიკაცია…", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.