არსებული ინფორმაციით, მამამთილმა რძალი დაჭრა - რა მოხდა წყალტუბოში? - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, მამამთილმა რძალი დაჭრა - რა მოხდა წყალტუბოში?

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, ჭრილობა ქალს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც ცნობილია, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"