"ფოტოები ლაზარემ თავად დადო... არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ რას და­წერ­სო" - რას ამბობს კალაძისა და ლაზარეს შეხვედრის ინიციატორი, კოტე ზარნაძე? - კვირის პალიტრა

"ფოტოები ლაზარემ თავად დადო... არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ რას და­წერ­სო" - რას ამბობს კალაძისა და ლაზარეს შეხვედრის ინიციატორი, კოტე ზარნაძე?

დღეს გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ვა­კის პარ­კის ტრა­გე­დი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერთ-ერთი ბავ­შვი, ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძე და თბი­ლი­სის მერი არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი. კად­რე­ბი თა­ვად მო­ზარ­დმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ფო­ტო­ე­ბი­დან გა­ირ­კვა, რომ მას­თან მერი სა­ჩუქ­რით მი­ვი­და - კა­ლა­ძემ ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძეს ბურ­თი და ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რი აჩუ­ქა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის მერი მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს. რო­გორც გა­ირ­კვა ლა­ზა­რეს და კა­ლა­ძის შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძე იყო. ის ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძის მა­მის მე­გო­ბა­რია.

კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძე:

- კა­ხის აქამ­დეც ჰქონ­და ლა­ზა­რეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა (ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბიც არ­სე­ბობს), ერ­თმა­ნე­თის­თვის უცხო­ნი არ იყ­ვნენ. მათი შეხ­ვედ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა კი მე მე­კუთ­ვნის. კა­ხიმ მი­თხრა, უხერ­ხუ­ლი ხომ არ არის მის­ვლაო, მაგ­რამ რად­გან ბავ­შვს უნ­დო­და ძა­ლი­ან მას­თან შეხ­ვედ­რა, კა­ხის ვუ­თხა­რი, ლა­ზა­რეს ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რებ-თქო.

ჩვენ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვმა გა­ი­ხა­როს, ვიდ­რე ის, ვინ რა კო­მენ­ტარს და­წერს. კა­ხიმ მკი­თხა, რა ავუ­ტა­ნოო, ვუ­თხა­რი, ვკი­თხავ, რა გა­უ­ხარ­დე­ბა და გე­ტყვი-თქო. ბავ­შვმა მი­თხრა, ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ი­სუ­რი და ბურ­თი გა­მი­ხარ­დე­ბაო (კა­ხიმ ად­რეც აჩუ­ქა მისი ხელ­მო­წე­რით ბურ­თი), ეს იყო და ეს. ფო­ტო­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, თვი­თონ ბავ­შვმა დადო მის "ფე­ის­ბუკ" გვერ­დზე.

ვუ­თხა­რი, ლა­ზა­რე, იცო­დე, რომ ამას შე­იძ­ლე­ბა ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვეს და ამის­თვის მზად თუ ხარ-თქო. მი­პა­სუ­ხა, მინ­და და­დე­ბა და არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ რას და­წერ­სო, თვი­თონ გა­და­წყვი­ტა ასე. ლა­ზა­რეს მამა გი­ორ­გი იგი­ვე ჩემი ძმაა, ჩვენ არა მარ­ტო ვმე­გობ­რობთ, ლა­მის ერ­თად ვცხოვ­რობთ, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ერ­თად იზ­რდე­ბი­ან. გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე ჩემი ბი­უ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლი­ცაა.

ლა­ზა­რე კი, ჩათ­ვა­ლეთ, იგი­ვე ჩემი შვი­ლია. ბავ­შვმა რად­გან მთხო­ვა, თხოვ­ნა შე­ვუს­რუ­ლე. კახი როცა ჩემ­თან მო­დი­ო­და, ლა­ზა­რე სულ ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტოს გა­და­ღე­ბას სთხოვ­და. ვი­ცო­დი, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბო­და და სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ამ ფაქტს ვინ რა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას მის­ცემ­და. ამ­ხე­ლა სტრე­სის შემ­დეგ, მთა­ვა­რია, ბავ­შვმა გა­ი­ხა­რა. ვი­ცო­დი, ეს ფაქ­ტი კა­ხის­თვის არც ისე­თი მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და (პი­ა­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით), ერთი ამ­ბა­ვი ატყდე­ბო­და, და რაც უფრო ნაკ­ლე­ბად გა­მოჩ­ნდე­ბა, მით უკე­თე­სია. იხილეთ სრულად